ოლიმპიურმა ცეცხლმა იაპონიაში 121-დღიანი მოგზაურობა დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
713 26 მარტი 2021, 00:06
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს სტარტი აიღო ტოკიო-2020-ის ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტამ, რომელიც დაიწყო 2011 წელს მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზარალებულ ფუკუშიმას პრეფექტურიდან. 

ოლიმპიურ თამაშების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო ოთხი თვის განმავლობაში ქვეყნის ყველა - 47 პრეფექტურას მოივლის.
პირველი მეჩირაღდნე გახდა 2011 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გუნდის წევრი - აძუსა ივაშიმიძუ, რომელიც ესტაფეტას ჩემპიონი თანაგუნდელების გარემოცვაში შეუდგა.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ესტაფეტა მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობის თადასწრებით ჩაივლის.
ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 121 დღეს გაგრძელდება და 23 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე XXXII ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს დასრულდება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი