ოჰ, რა ბედნიერებაა, როცა სისტემა გამართულად მუშაობს და ყველა თავის საქმეს აკეთებს! ასეთი ქვეყანა მინდა გისურვოთ მეგობრებო, - ამის შესახებ ანზორ მელიას კლინიკა "გულის“ ექიმი ხათუნა ჯალაბაძე საკუთარ Facebook გვერდზე წერს.
„დღეს პირველად, ამსიგრძე მოღვაწეობის განმავლობაში, ჩავაყენე კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი... ურგენტულად! წარმოიდგინეთ, ურგენტულად, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში! თუმცა, თუ არ იცი რა პრობლემებს უკავშირდებოდა ეს თემა წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ვერ გახდები ექიმის სიხარულის მოზიარე: რა დროს ეგ არისო, იტყვი. მიმოიხედე გარშემო რა ლაფში ვართო. ჰოდა ზუსტად ამიტომ გამიჩნდა ამ მოვლენის დაპოსტვის სურვილი - ოჰ, რა ბედნიერებაა, როცა სისტემა გამართულად მუშაობს და ყველა თავის საქმეს აკეთებს! ასეთი ქვეყანა მინდა გისურვოთ მეგობრებო. იქნებდა ყველაფერი ჯერ არ არის დაკარგული! მე კი მადლობას გადავუხდი იმ ადამიანებს ვინც თავის საქმეს აკეთებს და კარგად აკეთებს. მადლობა ხომ ჩვენს საქმეში გადარჩენილი ადამიანია“, - წერს ხათუნა ჯალაბაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |