"ჩვენ მოვახერხეთ და გაიყიდა 100 ობიექტიდან ექვსი ობიექტი და მივიღეთ რვა მილიონი ლარის შემოსავალი"-ნათია თურნავას განცხადებით,„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში კიდევ 15 ობიექტი გაიყიდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1011 07 დეკემბერი 2019, 10:51

პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტრო ახლო მომავალში კიდევ 15 ობიექტის გაყიდვას ელოდება.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გააკეთა.

„არასრულ ერთ კვირაში ჩვენ მოვახერხეთ და გაიყიდა 100 ობიექტიდან ექვსი ობიექტი და მივიღეთ რვა მილიონი ლარის შემოსავალი. ეს არის საკმაოდ მაღალი ტემპი, ანუ ჩვენ ჩათვალეთ, რომ პრივატიზაცია დაიწყო ძალიან კარგად. ბოლო მონაცემებით, კიდევ 15 ობიექტზე იყო ბიჯი განთავსებული, ეს ნიშნავს, რომ ეს ობიექტები გაიყიდება.

დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროექტი უპრეცედენტოა და იქნება ძალიან წარმატებული, ძალიან მასშტაბური და თვითონ ის ფაქტი, რომ ინტერესი ბიზნესის მხრიდან ასეთი მაღალია, ადასტურებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის სისწორეს. ყველა ტურბულენტობის მიუხედავად, შევძელით და ბიზნესი გადავრთეთ პოზიტიურ დღის წესრიგზე. ისინი პრივატიზაციით და ინვესტირებით არიან ახლა დაკავებულები”, – განაცხადა ნათია თურნავამ.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი