582
11 მარტი 2021, 16:56
„თავისუფლებას თუ ავრცელებთ და ამტკიცებთ, რომ ჰეითერები არ ხართ, იყავით ღია და გამჭვირვალე, რა გაქვთ დასამალი? - ასე გამოეხმაურა რადიკალური ოპოზიციის მიერ სოციალურ ქსელში ორგანიზებულ შეტევას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი
„მოკლედ, სასწაული ხალხი აღმოჩნდა ეს "სირცხვილიას" მიერ ადმინისტრირებული "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება". თქმა ვერ მოვასწარი დატროლვის შემთანხმებელი ჯგუფიათქო, რომ ამის დაჟინებით უარყოფა დაიწყეს თავისი საქციელით... დატროლვით.
ჰოდა, გამოვიდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა. და რახან თავისით გამოვიდნენ, მეც, ძველი ამბის არ იყოს, დავთვალე. 158 ჰაჰა და 120 კომენტარი. შინაარსიანიც, უხამსიც, შეურაცხმყოფელიც, ზიზღიანიც, დამამცირებელიც, აგდებულიც, პრონწკულიც, მოკლედ ისეთი, როგორიც, ჩვენს ქვეყანაში, თავისუფლების სიყვარულს ეკადრება.
საზოგადოება ჭრელი. ზოგი ჟურნალისტია ან "აპოლიტიკური" არასამთავრობო (ან ორივე ერთად), ზოგი ახალბედა პოლიტიკოსი, ზოგიც სხვა ქვეყნის ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელსაც შიდა პოლიტიკაში ღიად მონაწილეობის უფლება, წესით, არც აქვს.
ჯამში, ცუდი არ იყო. თან ჩემი ჩაწოდებით, როგორც გავიგე, ჯგუფს სახელიც შეუცვალეს და ახლა "პრონწკები" დაირქვეს. სწორი გადაწყვეტილებაა. ხაზს უსვამს, რომ მაგ ჯგუფის სახელი ფუტლიარია და სახელის მიღმა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, დიდი სიცარიელეა.
მაგრამ, რახან მათი ყურადღება მივიპყრე, ერთ რჩევასაც მივცემ. ეგ დახურული ჯგუფი გახსენით. ცოტა მზის შუქი შეუშვით. თავისუფლებას თუ ავრცელებთ და ამტკიცებთ, რომ ჰეითერები არ ხართ, იყავით ღია და გამჭვირვალე. რა გაქვთ დასამალი?
გახეთქეთ ბაბლი. იქნებ თქვენთან დაგროვილი თავისუფლებაა, რომელიც ასე გვაკლია. გადმოიღვრება და ჩვენც ჩავიხუტებთ" - წერს შალვა პაპუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |