გიორგი ცუცქირიძე „ჰერითიჯის ფონდის“ ინდექსზე: ყველა შეფასება ადასტურებს, რომ ეკონომიკა გაცილებით სწრაფად აღდგება, ვიდრე ეს გლობალური ეკონომიკის შემთხვევაშია ნავარაუდევი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
496 05 მარტი 2021, 18:01

„2021 წლის „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, წინა წლებისაგან განსხვავებით იმ კუთხით არის მნიშვნელოვანი, რომ იგი გარკვეულწილად ასახავს გლობალური პანდემიის ზეგავლენის ეფექტსაც ეკონომიკაზე, როგორც ეკონომიკის შემცირების, ისე ფისკალური დეფიციტის ზრდის ნეგატიური ფაქტორებიდან გამომდინარე“, - ექსპერტი საბანკო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე „ჰერითიჯის ფონდის“ ინდექსს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ ამ მიმართებით, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული და 2020 წლის ინდექსთან ანუ პრეკრიზისულ პერიოდთან შედარებით, ქვეყანამ 0.1 ქულით გაიუმჯობესა თავისი მონაცემები რეიტინგის 5 ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტში ქულების გაუმჯობესების შედეგად, როგორიცაა: სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1 ქულა), სამთავრობო ხარჯები (76.9 ქულა), ფისკალური თავისუფლება (94.9 ქულა) და შრომის თავისუფლება (76.7 ქულა).

„ყველა ეს გაუმჯობესებული მნიშვნელოვანი კომპონენტი აჩვენებს, როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგრადობას, ასევე იმ პროგრეს რაც ბოლო წლებში შესაძლებელი გახდა კორუფციის დონის შემცირების, რეგულაციების შესუსტების და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების შედეგად. ეს კვლევაც სრულ თანხვედრაშია როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისე სხვა წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტების თუ სარეიტინგო სააგენტოების ბოლოდროინდელ შეფასებებთან და ადასტურებს ყველა იმ პროგნოზს, რომ ჩვენი ეკონომიკა შედარებით სწრაფი ტემპით აღდგება, ვიდრე ეს მედიანური გლობალური ეკონომიკის შემთხვევაშია ნავარაუდები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის მინიჭებული ქულა მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ჩვენი რეგიონის, ისე ევროპის და სრულიად მსოფლიო მასშტაბით გამოყვანილ საშუალო მონაცემებს. საქართველო ევროპაში ეკონომიკური თავისუფლების კუთხით უსწრებს როგორც ბალტიის სახელმწიფოებს, ისე აღმოსავლეთ ევროპის და სკანდინავიის ქვეყნებს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპის ისეთ წამყვანი ეკონომიმიკის ქვეყნებს როგორებიცაა: ჰოლანდია, ბელგია, ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი და იტალია.

სამთავრობო ხარჯების გაუმჯობესებული კომპონენტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ სამთავრობო დანახარჯების წილი ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით შემცირდა, ისევე როგორც ფისკალური თავისუფლების ინდიკატორში შემცირებულია ქვეყნის ვალის და დეფიციტის წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც აბათილებს ცალკეული ექსპერტების თუ ოპოზიციის სუბიექტურ კრიტიკას ზომაზე მაღალ და არაეფექტურ სამთავრობო ხარჯებსა და გაზრდილ საგარეო ვალზე.

ოპოზიციის კრიტიკის უსაფუძვლობა ასევე აისახა, სასამართლოს ეფექტიანობის შეფასებაში, რაც ეფუძნება სასამართლოს მიუკერძოებლობას, სასამართლოს პროცესის ხარისხს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი