იოსებ არჩვაძე „ჰერითიჯის ფონდის“ ინდექსზე - საქართველომ მყარად დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოს საკუთესო ქვეყნების პირველ ათეულში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
511 05 მარტი 2021, 16:29
„საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, რომელსაც „ჰერითიჯის“ ფონდი“ აქვეყნებს, მსოფლიოში ერთერთ თავისუფალ ეკონომიკადაა მიჩნეული. მსოფლიოს 184 ქვეყნიდან საქართველომ 77.2 ქულით 12-ე ადგილი დაიკავა. ამასთან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის იგი 2-ე ადგილზეა (ესტონეთი - 10-ე ადგილზე), ევროპის რეგიონში - 7-ე, ხოლო მსოფლიოს უმეტესად თავისუფალი ეკონომიკის მქონე 32-სახელმწიფოთა შორის - 6-ე ადგილზე. ამ მაჩვენებლის მიხედვით საქართველო ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან 24-ს უსწრებს (ირლანდიის, დანიისა და ესტონეთის გარდა). შესაბამისად, ამ ინდიკატორით საქართველომ მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა თავისი ყველა სახმელეთო მეზობელი (სომხეთი 34-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი - 44-ე, თურქეთი - 71-ე, ხოლო რუსეთი - 94 ადგილზე).“ - წერს ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში.


ექსპერტის აზრით, მიუხედავად 2020 წლის უმძიმესი ეკონომიკური გამოწვევებისა, საქართველომ გაიუმჯობესა რეიტინგი ისეთი პოზიციების მიხედვით, როგორებიცაა სასამართლოს ეფექტიანობა, საგადასახადო ტვირთი, სამთავრობო ხარჯები, ფისკალური თავისუფლება და შრომის თავისუფლება.“ სოსო არჩვაძე რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების მიზეზებად სისტემურ რეფორმებს, კორუფციის დონის შემცირებას და გადასახადების გამარტივებას ასახელებს :

„ აღნიშნული გაუმჯობესების მაგისტრალური გზა გავიდა მრავალწლიანი სისტემური რეფორმების განხორციელებაზე, რამაც შესაძლებლობა მისცა ქვეყანას, შემცირებულიყო კორუფციის დონე, რეგულაციებს უფრო ლიბერალური ხასიათი მისცემოდათ და გამარტივებულიყო გადასახადები და მათი ადმინისტრირება. საქართველოს რეიტინგის განსაზღვრაში მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა ისიც, რომ ქვეყნის ეკონომიკა ავლენს საკმაო ღიაობას დანარჩენი მსოფლიოსადმი როგორც ბრუნვის მოცულობით, ისე პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმების რაოდენობით - საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ქვეყნის მშპ-ის 2/3-ს აღემატება, რაც ანალოგიურ საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია, ხოლო პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები მოქმედებს მსოფლიოს 13 ქვეყანასა და გაერთიანებასთან. ბიზნესის კეთების სიიოლით კი, რომლის რეიტინგსაც რეგულარულად აქვეყნებს მსოფლიო ბანკი, საქართველომ მყარად დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოს საკუთესო ქვეყნების პირველ ათეულში. საქართველოში მთავრობის ზომა ბოლო წლებში არ გაზრდილა - ის ერთერთი დაბალია მსოფლიოში, ხოლო გადასახადების თანაფარდობა მშპ-სთან (საგადასახადო ტვირთი) ევროკავშირის საშუალო დონეს თითქმის 2.0-ჯერ ჩამორჩება.

აღნიშნული ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყანაში დაგროვილი ბიზნესის კეთების მზაობის პოზიტიური კუმულატიური მუხტი ქმნიან იმის ობიექტურ წინაპირობას, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკამ უზრუნველყოს გრძელვადიანი დინამიური და მდგრადი განვითარება.“ - წერს ექსპერტი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი