არის ასეთი ორგანიზაცია factchek.ge. ჰოდა, მე გამომეპარა, თუ, სხვასთან რომ ყოველ სიტყვას დასდევენ, მაინცდამაინც „ევროპული საქართველოს“ ეს თვალსაჩინო - ძველი ანეკდოტის არ იყოს, „სოროკ-სოროკ-რუბლსოროკ“ მეთოდით დათვლილი - ცხრილი რჩება მათი ყურადღების მიღმა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.
„ამას წინათ, კიდევ ერთხელ მოვისმინე, რომ „ევროპული საქართველო“ ჯიუტად იმეორებს იმავე ტყუილს და მანიპულაციას, რაც უკვე ბევრჯერ გაბათილდა. არის ასეთი ორგანიზაცია factcheck.ge. ჰოდა, მე გამომეპარა, თუ, სხვასთან რომ ყოველ სიტყვას დასდევენ, მაინცდამაინც „ევროპული საქართველოს“ ეს თვალსაჩინო, ძველი ანეკდოტის არ იყოს, „სოროკ-სოროკ-რუბლსოროკ“ მეთოდით დათვლილი ცხრილი რჩება მათი ყურადღების მიღმა. Factcheck.ge, იქნებ გადაამოწმოთ. ჩვენი არ სჯერათ და იქნებ თქვენი დაიჯერონ“, - წერს პაპუაშვილი და „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ცხრილს აქვეყნებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |