ზაალ ანჯაფარიძე: მეორე დღესვე დაარღვიეს შარლ მიშელთან დადებული პირობა და გააგრძელეს დესტრუქცია, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს დიალოგს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
568 02 მარტი 2021, 11:00

მეორე დღესვე დაარღვიეს შარლ მიშელთან დადებული პირობა და გააგრძელეს დესტრუქცია, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს დიალოგს, რის აუცილებლობაშიც მიშელი ოპოზიციას გუშინ მთელი დღე არწმუნებდა, - ამის შესახებ ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ Facebook-ზე დაწერა.

მისი თქმით, კონსტრუქციულობა უბრალოდ ოპოზიციის ბუნებას ეწინააღმდეგება.

„მეორე დღესვე დაარღვიეს შარლ მიშელთან დადებული პირობა და გააგრძელეს დესტრუქცია, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს დიალოგს, რის აუცილებლობაშიც მიშელი ოპოზიციას გუშინ მთელი დღე არწმუნებდა, ეს იმიტომ, რომ კონსტრუქციულობა უბრალოდ მათ ბუნებას ეწინააღმდეგება. იმედია, ამ ყველაფერს ხედავს ევროკავშირის წარმომადგენლობა, ხედავენ სხვებიც. როგორ აღიქვამენ, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ჩემი აზრით, რთულია დადებითად აღიქვა, როდესაც გეუბნებიან ერთს, ხოლო საქმით აკეთებენ მეორეს.
მოკლედ, არ გათეთრდების ნაც-ყორანი გინდა მიშელმა ხეხოს ქვიშით, გინდა სხვა ევროპელმა დიდმოხელეებმა“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი