ამირან სალუქვაძე: გომელაური საპოლიციო ოპერაციას უკვე მერამდენედ ისე ატარებს, ვერ შეედავები, პოლიციელები კი თმენის მაღალ სტანდარტს აჩვენებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
789 23 თებერვალი 2021, 10:55

სახელმწიფო არ უნდა გამოიწვიო. ეს აქსიომაა. ნებისმიერი სასამართლოს, ნებისმიერი განაჩენი უნდა აღსრულდეს. საბედნიეროდ სიკვდილით დასჯა არ გვაქვს. სხვა ნებისმიერი განაჩენი საჩივრდება ქვეყანაში, მის გარეთ, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თუ სახელმწიფო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ ახერხებს, ის სახელმწიფო არაა.

„ის რომ სამაჯურს აგდებ, შემდეგ გაზრდილ გირაოს არ იხდი, ს/ს დევნის ქვეშ მყოფ პირს პარტიის თავმჯდომარედ ირჩევ, შემდეგ ოფისში საკომენდატო საათის და ეპიდმოთხოვნების დარღვევით ოფისში ათობით ადამიანი იკრიბება/მაგრდება, მუქარები, რომ ფიზიკურად დაუპირისპირდები, გამოწვევა და პროვოცირებაა, ეჭვი ვის ეპარება?
რაც შეეხება საპოლიციო ოპერაციას, უკვე მერამდენედ გომელაური ისე ატარებს, ვერ შეედავები. პოლიციელები კი თმენის მაღალ სტანდარტს აჩვენებენ.
სულაც არ მანიჭებს სიამოვნებას ვინმეს დაკავება, მით უმეტეს ციხეში წასვლა. ათასჯერ მაქვს დაწერილი, პოლიტიკური პროცესების ადგილი პარლამენტშია და არა ქუჩაში. სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი თუ ამერიკაშია მიუღებელი, იგივეა აქაც. დაამშვიდეთ ხალხი. ნუ იწვევთ ხელოვნურ დაპირისპირებებს. გამოდით 90-ანებიდან.
ნებისმიერი გადაწყვეტილება ან ქმედება, შეიძლება ძვირად დაუჯდეს პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ გაცილებით ძვირი უჯდება სახელმწიფოს ის რეალობა, თუ ის თავის ფუნქციებს, მათ შორის სადამსჯელოს, ვერ ასეულებს“,- წერს ამირან სალუქვაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი