507
18 თებერვალი 2021, 20:53
ჰოდა ისინი, ვინც ასე ეპოტინებიან მორალურ პიედესტალს, გუშინ მოსამართლეს ფსიქოლოგიურად თავს ესხმოდნენ, ამერიკის ელჩს, მისივე საელჩოს გვერდზე, ქაჯს და გავრილოვს ეძახდნენ, ქართველ პოლიციელებს დედ-მამის მოძებნით და ოჯახში დადგომით ემუქრებოდნენ, - უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
"ცოტა გუშინდელზეც.
სამწუხარო სურათი ვიხილეთ გუშინ. ახალი არაფერი, მაგრამ, ამ ჯერზეც, საინტერესო სანახავი იყო, როგორი სიჯიუტით ავლენენ ჩვენი ოპონენტები თავის ყველაზე გულმოდგინედ დაფარულ მხარეს.
ჰოდა ისინი, ვინც ასე ეპოტინებიან მორალურ პედესტალს, გუშინ
მოსამართლეს ფსიქოლოგიურად თავს ესხმოდნენ,
ამერიკის ელჩს, მისივე საელჩოს გვერდზე, ქაჯს და გავრილოვს ეძახდნენ,
ქართველ პოლიციელებს დედ-მამის მოძებნით და ოჯახში დადგომით ემუქრებოდნენ,
ქართულ სახელმწიფოს დიიიიდი ნიჩბით ძირს უთხრიდნენ.
სთეითქეფჩერის იდეით შეპყრობილებს არ სურთ (შესაძლოა მათთვის საძულველი) "ქართული ოცნება" და ქართული სახელმწიფო ერთმანეთისგან განასხვავონ და ვერ ხვდებიან, რომ მთელ თავის სიძულვილს "ოცნებისადმი", საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მიმართავენ.
და ეს ყველაფერი სახელითა უფლისათა.
გამოდით ბაბლიდან! გარეთ სხვა საქართველოა", - წერს შალვა პაპუაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |