თენგიზ შერგელაშვილი - მივიდნენ დღეს და საკუთარ უფლებამოსილების შეწყვეტას მისცენ ხმა, თავადაც დაისვენონ და ჩვენც დაგვასვენონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
681 02 თებერვალი 2021, 11:50

მივიდნენ დღეს და საკუთარ უფლებამოსილების შეწყვეტას მისცენ ხმა, თავადაც დაისვენონ და ჩვენც დაგვასვენონ, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ყოფილმა წევრმა თენგიზ შერგელაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შესაწყვეტად ხმების საჭირო რაოდენობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შესაწყვეტად 51 ადამიანის ხმა არის საჭირო.

„პარლამენტის წევრს უფლებამოსილება უწყდება დადგენილებით. პარლამენტის დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, ანუ დადგენილების მიღებას 51 კაცი სჭირდება. თუ ოცნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ წინააღმდეგ არ მისცა ხმა. ზუსტად 51 კაცია, ვისაც განცხადება აქვს შეტანილი პარლამენტის დატოვებაზე. ხოდა მივიდნენ დღეს და საკუთარი უფლებამოსილების შეწყვეტას მისცენ ხმა, თავადაც დაისვენონ და ჩვენც დაგვასვენონ“, – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი