537
21 იანვარი 2021, 18:41
გარეჯი რომ საქართველოა, ეს იცის ყველა ქართველმა განურჩევლად მრწამსისა, აღმსარებლობისა თუ დაბადების ადგილისა. საქართველოა აფხაზეთიც და სამაჩაბლოც, საქართველოს ისტორიული სხვა მიწები კი ბედის უკუღმართობით დღეს ჩვენი ყველა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზეა მოქცეული - ეს ბედი ხვდა წილად გარეჯის კომპლექსის ბერთუბნის მონაკვეთს, რომლის შემოსაერთებლადაც გასული საუკუნის 70-80_იან წლებში ქართველი პატრიოტები ბევრს ცდილობდნენ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი საქართველო საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრებში ცნეს, - ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი გურამ ნიკოლაშვილი ფეისბუქსტატუსს აქვეყნებს.
"აზერბაიჯანთან საზღვრის მიმდებარედ არსებულ ჩიჩხიტურსა და უდაბნოს მონასტერს, რომელიც არასდროს ყოფილა დავის ნაწილი, დაკარგვის საფრთხე მას შემდეგ შეექმნა, რაც საზღვრის დამდგენი კომისიის სამუშაო პროცესი აცდა ორ ქვეყანას შორის 1996 წელს დადებულ ორმხრივ ხელშეკრულებას,- ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში განაცხადა.
როგორც ნიკოლაშვილი აცხადებს, პროტოკოლში ნათლად წერია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი 1938 წლის მდგომარეობით უნდა გაევლოს.
მისი თქმით, შემდგომი წლების სამუშაო პროცესში სწორედ ეს პრინციპი უგულვებელყვეს და დაარღვიეს ჩართულმა პირებმა, რაც დადასტურებული ფაქტია და ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია განმარტება, თუ რატომ მოხდა ესე, გარდა წუნდებულ რუკებზე გაკეთებული ბუნდოვანი მინიშნებისა.
,,გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართული ბრიფინგიდან შევიტყვეთ, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩევას მიმართ წარმოებული გამოძიება დასრულდა და საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება. გამოძიება სისხლის სამართლის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ქვეყნის ტერიტორიის და მისი მთლიანობის საწინააღმდეგო ქმედებას გულისხმობს. პროკურატურა საქმესთან დაკავშირებულ მოკვლევას სხვა პირებთან მიმართებაშიც გააგრძელებს, მანამდე კი დღევანდელ ბრიფინგზე საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოპოვებული ვიდეომტკიცებულება ვიხილეთ. იმისათვის, რომ საზოგადოებას თემაში გარკვევა გაუადვილდეს, გარეჯის საქმე ორ ნაწილად უნდა გავყოთ - პირველი ნაწილი ეხება დადასტურებულ ფაქტს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი საქართველოს ინტერესების საზიანოდ წარიმართა, დაკარგვის საფრთხე შეექმნა ქვეყნის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას, რომლის ყველაზე მგრძნობიარე მონაკვეთიც დავით-გარეჯის ლავრის ტერიტორიაა.
გარეჯი რომ საქართველოა, ეს იცის ყველა ქართველმა, განურჩევლად მრწამსისა, აღმსარებლობისა თუ დაბადების ადგილისა. საქართველოა აფხაზეთიც და სამაჩაბლოც, საქართველოს ისტორიული სხვა მიწები კი ბედის უკუღმართობით დღეს ჩვენი ყველა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზეა მოქცეული. ეს ბედი ხვდა წილად გარეჯის კომპლექსის ბერთუბნის მონაკვეთს, რომლის შემოსაერთებლადაც გასული საუკუნის 70-80_იან წლებში ქართველი პატრიოტები ბევრს ცდილობდნენ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი საქართველო საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრებში ცნეს. აზერბაიჯანთან საზღვრის მიმდებარედ არსებულ ჩიჩხიტურსა და უდაბნოს მონასტერს, რომელიც არასდროს ყოფილა დავის ნაწილი, დაკარგვის საფრთხე მას შემდეგ შეექმნა, რაც საზღვრის დამდგენი კომისიის სამუშაო პროცესი აცდა ორ ქვეყანას შორის 1996 წელს დადებულ ორმხრივ ხელშეკრულებას. პროტოკოლში ნათლად წერია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი 1938 წლის მდგომარეობით უნდა გაევლოს. შემდგომი წლების სამუშაო პროცესში სწორედ ეს პრინციპი უგულვებელყვეს და დაარღვიეს ჩართულმა პირებმა, რაც დადასტურებული ფაქტია. ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია განმარტება, თუ რატომ მოხდა ესე, გარდა წუნდებულ რუკებზე გაკეთებული ბუნდოვანი მინიშნებისა. მეორე საკითხი ეხება საკუთრივ სხვადსხვა პირთა ბრალეულობის საკითხს, რა დანაშაული მიუძღვის თითოეულ მათგანს და როგორ კვალიფიცირდება მათი შეცდომა. ამ ეტაპზე ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ორი პირის მიმართ წარდგენილი ბრალი და ჩატარებული გამოძიება.
წინ არის სასამართლო პროცესი და წარმოუდგენელია ნებისმიერი ადამიანის დამნაშავედ ცნობა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომამდე. მითუმეტეს, რომ გარდა სამართლებრივი მხარისა, წარდგენილ ბრალდებას უდიდესი მორალური სიმძიმეც გააჩნია“,- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა საქართველოს ტერიტორიულ ინტერესებთან დაკავშირებულ კიდევ ერთი მნიშვნელოვან სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რომელიცდღეს გახდა ცნობილი სტრასბურგის სასამართლოდან, სადაც საქართველომ გაიმარჯვა რუსეთთან დავაში და ჩვენი ქვეყნის პოზიციები სასამართლომ გაიზიარა", წერს გურამ ნიკოლაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |