პოლიტიკიდან წასვლამდე ბიძინა ივანიშვილმა ქონების უდიდესი ნაწილი "ფონდ ქართუს" გადასცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1427 11 იანვარი 2021, 19:14

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ქონება "ფონდ ქართუს" ანგარიშზე გადაიტანა. საუბარია, მილიონობით ლარის ქონებაზე – ათეულობით კომერციულ ობიექტზე. ოფისებზე, მიწის ნაკვეთებზე, ტურისტულ ობიექტებზე. "ფონდ ქართუს" ბალანსზე გადატანილ ქონებას შორის არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრი და "ბანკი ქართუს" შენობაც.

ფონდის ბალანსზე ქონების ნაწილი ოფშორული ზონების გავლით, ნაწილი კი, პირდაპირი გზით მოხვდა.

ახლა ფონდი "ქართუს" ბალანსზეა:

თბილისის რეზიდენცია – იყო შპს "ფინსერვისი" XXI ს (205030214) საკუთრება (ამ შპს-ს მესაკუთრეა "ვიზელია ენთერპრაიზის ლიმიტედი").

2020 წლის 22 დეკემბერს მიწის ნაკვეთი გაყო ორ ნაწილად: 1. 14 157 კვ.მ, ძირითადი შენობებით. 2. 6448 კვ.მ მიწის ნაკვეთი მცირე ნაწილით არაძირითადი შენობების.

2020 წლის 29 დეკემბერს 14157 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიტანა შპს ,,ბიზნეს ცენტრი“-ს (405429148) კაპიტალში. ეს შპს დააფუძნა 2020 წლის 23 დეკემბერს – "ვიზელია ენტერპრაიზეს ლიმითედმა" 33,836 /ბელიზი/.

2020 წლის 24 დეკემბერს ამ შპს 100% წილი 100 ლარად მიყიდა შპს ,,ფინსერვისი XXI’-ს.

2020 წლის 30 დეკემბერს ეს წილი უკან იყიდა "ვიზელიამ" და ფასი დაფიქსირებული არაა.

2020 წლის 31 დეკემბერს "ვიზელიამ" ეს წილი აჩუქა ფონდ "ქართუს".

"ქართუ ჯგუფის" ცენტრალური ოფისი და სხვა მიწის ნაკვეთები თბილისში – 2020 წლის 28 დეკემბერს სს “ქართუ ჯგუფმა” (204876642) დააფუძნა შპს "ქართუ აქტივი" (405429790). 2020 წლის 30 დეკემბერს ამ შპს საკუთრებაში გადაეცა:

ა. ორთაჭალჰესთან 612 კვ.მ მიწის ნაკვეთი (01.17.13.058.001)

ბ. 300 არაგველის ქუჩაზე 1892 კვ.მ (01.17.13.058.003)

გ. კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ 12300 კვ.მ (01.19.18.004.007).

დ. თენგიზ ახმეტელის ქუჩაზე 881 კვ.მ (01.14.12.002.013)

ე. 300 არაგველის 1-ში 15963 კვ.მ (01.17.13.058.002)

ვ. წყნეთის ქუჩა 1ბ 380 კვ.მ (01.14.14.002.037)

ზ. ჭავჭავაძის გამზირი 39დ (01.14.14.002.064) – "ქართუს" ცენტრალური შენობა.

2020 წლის 31 დეკემბერს "ქართუ ჯგუფმა" ამ შპს 100% წილი საკუთრებაში გადასცა სამ ოფშორულ კომპანიას: "სარგანს ლიმითედი" (ვირჯინიის კუნძულები) (ფლობდა ქართუს 45,3%), "კრისტა ინვესტმენტ ლიმითედი" (ვირჯინიის კუნძლები) (ფლობდა ქართუს 48,3%), "ტარპან მენეჯმენტ ლიმითედი" (ბელიზი) (ფლობდა "ქართუს" 1,06%), იმის სანაცვლოდ რომ ამ სამმა სუბიექტმა შეამცირა სს ,,ქართუ ჯგუფის“ კაპიტალი (რომელიც 2018 წლის ბოლოს იყოს 153 327 260 ლარი) და თანხის ნაცვლად მიიღო ამ შპს წილი.

2020 წლის 31 დეკემბერსვე ეს წილი უსასყიდლოდ გადაეცა საქველმოქმედო ფონდს "ქართუს". 2020 წლის 5 იანვარს შპს “ქართუ აქტივს” დაერქვა შპს ,,ქართუ ჯგუფი“ .

ტურიზმის განვითარების ფონდი. იყო ოფშორული სააქციო საზოგადოების frankston international S.A. 754525 პანამა საკუთრება. 2020 წლის 31 დეკემბერს ფონდის 100% წილი საკუთრებაში გადაეცა საქველმოქმედო ფონდს "ქართუს" (204874421) უსასყიდლოდ.

ამ შპს-ს საკუთრებაა:

ა. პანორამა თბილისის თაბორის მთის პროექტი (4443 კვ.მ – 01.18.01.002.223, 397577 კვ.მ – 01.18.01.002.203) – შპს ,,თაბორი რიზორთსი“ (405147755);

ბ. პანორამა თბილისის ობიექტი – ივანიშვილის რეზიდენციასთან სასტუმრო (32039 კვ.მ – 01.15.08.005.014) – შპს ,,სოლოლაკი რაიზ“ (405034608);

გ. პანორამა თბილისის აპარტამენტების ობიექტი (7469 კვ.მ – 01.15.07.007.045, 7591 კვ.მ – 01.15.07.006.078 და 1637 კვ.მ – 01.15.05.094.031) – შპს “სოლოლაკი ჰილზ” (405034617);

დ. ცეკავშირის შენობა – შპს “თბილისი სითი” (405034537);

ე. სასტუმრო პარაგრაფი – შპს "ბლექ სი რეზორთსი" (405046542).

მიწის ნაკვეთი 2020 წლის 25 დეკემბერს დაყო ორ ნაწილად, 38890 (ცარიელი მიწის ნაკვეთი 26.01.45.753) (2021 წლის 5 იანვარს გაუქმდა "ქართუ ბანკის" იპოთეკა) და 61110 (შენობებით 26.01.45.754).

მომიჯნავედ არის ივანიშვილის რეზიდენცია: 264966 კვ.მ (26.01.49.260), 206865 კვ.მ (26.01.49.027), 49481 კვ.მ (26.01.49.261), რომელიც საკუთრებაში აქვს შპს ,,ურეკი რეზიდენსი“-ს (437067148), რომლის მესაკუთრეა ბერა ივანიშვილი.

ვ. პარაგრაფი აბასთუმანი 

ზ. განმუხურში 33951 კვ.მ მიწის ნაკვეთი (შპს ,,ბლექ სი რივიერა“ 405139434) 43.29.42.449.

თ. დაბა ჩაქვში 5436 კვ.მ, 2281, 1020, 516 კვ.მ მიწის ნაკვეთები (შპს სისაიდი 404496327), 20.48.01.216; 20.48.01.537;

ი. პარაგრაფი მწვანე კონცხი – მიწის ნაკვეთები მწვანე კონცხზე (შპს ბიზნეს დეველოპმენტი 405106870): 870 კვ.მ 05.34.25.109; 650 კვ.მ 05.34.25.037; 6003 კვ.მ 05.34.25.680; 365 კვ.მ 05.34.25.678; ბათუმში, მაგნოლიას ქუჩა 12 -48047 კვ.მ 05.34.25.805.

ლაგუნა ვერეს საცურაო კომპლექსი.

აბრეშუმის ფაბრიკა და მიმდებარე ტერიტორია/ნაგებობები (30 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობები) –

შპს ,ბურჯი“ (204973742) – 100 % წილი ოფშორულმა კომპანიამ ,,ვენითი ოუვერსიზ ლიმითედი“ (ვირჯინიის კუნძულები) 2020 წლის 31 დეკემბერს საკუთრებაში გადასცა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს". 2019 წელს ამ კომპანიის წმინდა კაპიტალი 18.8 მილიონი ლარი იყო, 2018 წელს შემოსავალი 14 მილიონი, 2019 წელს კი 2.8 მილიონი იყო.

ამ შპს-ს საკუთრებაშია:

ა. თბილისში, სამგორის ჩიხი 14, 9034 კვ.მ მიწის ნაკვეთი (01.17.11.009.004)

ბ. თბილისში, გაბრიელ სალოსის 118, 10482 კვ.მ მიწის ნაკვეთი (01.17.11.029.035)

შპს “ელიტა ბურჯი“ (206120437) – 100% წილი კომპანიამ რინგოლდ ფინანს ლიმიტედი 311327 /გაერთიანებული სამეფო/ 2020 წლის 31 დეკემბერს საკუთრებაში გადასცა საქველმოქმედო ფონდ ქართუს. 2017 წელს ამ კომპანიის კაპიტალი 20.7 მილიონი ლარი იყო, 2017 წელს შემოსავალი 46 მილიონი, 2016 წელს კი 45 მილიონი იყო.

ამ შპს-ს საკუთრებაშია:

ა. თბილისში, გაბრიელ სალოსის 124, 38775 კვ.მ (01.17.11.029.046)

ბ. თბილისში, გაბრიელ სალოსის 124ა, 2764 კვ.მ (01.17.11.029.028)

გ. თბილისში, გაბრიელ სალოსის 116, 1226 კვ.მ (01.17.11.029.030)

შპს “სი ვიუ რესორთ“ (404901246) 100% წილი (ეს კომპანია ფლობს ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩა 2ში 792 კვ.მ მიწის ნაკვეთს და ზედ არსებულ 911 კვ.მ შენობას) შპს ,,სანაპიროს ხედი“-მ (204559511) 2020 წლის 30 დეკემბერს მიყიდა ოფშორულ კომპანიას ,,ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენალს ს.ა." (პანამა). ფასი მითითებული არაა. 2020 წლის 31 დეკემბერს ეს წილი უსასყიდლოდ გადაეცა ფონდ "ქართუს".

დაბა ბაკურიანი “დიდველი” – 7908 კვ.მ (64.30.04.789) და 5605 კვ.მ (64.30.04.787) მიწის ნაკვეთები სს “დიდველმა” (226152427) (რომლის აქციათა 97,4 % საკუთრებაში ფლობს ოფშორული კომპანია ,,კრისტა ინვესტმენტ ლიმითედი“ (ვირჯინიის კუნძულები) 2020 წლის 30 დეკემბერს საკუთრებაში გადასცა ფონდ "ქართუს".

"ჯიდიესის" შენობა (01.15.08.005.015) – მესაკუთრე იყო სს ,,ქართუ ჯგუფი“, რომელმაც 2020 წლის 30 დეკემბერს ეს მიწის ნაკვეთი კაპიტალში შეუტანა შპს ,,სტუდიო“-ს (405429987). ეს შპს 2020 წლის 29 დეკემბერს დააფუძნა "ქართუ ჯგუფმა". 2020 წლის 31 დეკემბერს ეს ქონება მიყიდა შპს ,,ქართულ ოცნებას“ (4052590990), რომლის დამფუძნებელია ბერა ივანიშვილი (ფასი მითითებული არაა).

ჭორვილა – 29 დეკემბერს სახლის მიმდებარე იყიდა ორი ნაკვეთი სახელმწიფო აუქციონზე – 378 კვ.მ (35.07.58.167) და 1999 კვ.მ (35.07.56.384);

მომიჯნავედ არის ივანიშვილის სახლი: 19116 კვ.მ (35.07.56.027), 79896 კვ.მ (35.07.56.030), 11108 კვ.მ (35.07.56026), 40004 კვ.მ (35.07.56.029), რაც ბერა ივანიშვილის საკუთრებაშია.

აბასთუმანი - ძველი ტუბ-საავადმყოფო;

აბასთუმნის ქონება (პირადი რეზიდენცია);

როსტომ მეფის სასახლე (01.18.03.035.004) – შპს ახალი კაპიტალი (205283637), რომლის 100% წილს ფლობს ოფშორული სააქციო საზოგადოება ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელ ს.ა 63 4278 პანამა.

ერეკლე მეორეს 3 ნომერში მშენებარე სასტუმრო (01.18.03.035.023) – მესაკუთრეა შპს ოლდ სითი (405034626), რომლის მესაკუთრე იყო ტურიზმის განვითარების ფონდი (405033734), რომელიც 2020 წლის 29 დეკემბერს გადაეცა შპს ,,ახალი კაპიტალს“ (205283637), რომლის მესაკუთრეა "ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენალი ს.ა." (პანამა). ფასი არ ჩანს ხელშეკრულებაში.

იქვე მდებარე ყოფილი ჟურნალისტის სახლი (01.18.03.036.015) არის შპს “ძველი უბანი”-ს (202055122) საკუთრება, რომლის 100% წილს ფლობს ააიპ საზ. მოძრაობა "ქართული ოცნება" (404411837).

ცნობისთვის, ფონდ ქართუს დამფუძნებელი  არის „ქართუ ჯგუფი“.

ივანიშვილმა ბიზნეს-კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ტოვებს პოლიტიკურ პატრია „ქართულ ოცნებას“ და მიდის პოლიტიკიდან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი