თაკო ჩარკვიანი - გრიგოლ ვაშაძეს პირველივე დღიდან სხვა პოზიცია ჰქონდა, განსხვავებით ზოგიერთი „ცრუპენტელასგან”, გულზე მჯიღს რომ ირტყამდა, შენი მანდატი არ მჭირდება, ივანიშვილოო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
543 15 დეკემბერი 2020, 12:27

„კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალური ქსელით ეხმაურება გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას.

„გრიგოლ ვაშაძემ ნაცმოძრაობა დატოვა, მიზეზად არჩეული ტაქტიკა დაასახელა! ეს არის გრიგოლ ვაშაძის პოზიცია და უფლება!

არ არის სწორი მისი ლანძღვა, (განსაკუთრებით ამ პარტიის, ზოგიერთი წევრის და მომხრისგან). ის გაეცალა პროცესს ეს მისი ნებაა.

პირველივე დღიდან მას სხვა პოზიცია ჰქონდა (გვახსოვს მისი განცხადება, პარლამენტში სავარაუდო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით) განსხვავებით, ზოგიერთი „ცრუპენტელასგან”, გულზე მჯიღს რომ ირტყამდა, „შენი მანდატი არ მჭირდება ივანიშვილოო”.

ასე რომ, განსხვავებული პოზიცია სხვა არის და „ცრუპენტელობა” სხვა. გრიგოლ ვაშაძეს საკუთარი აზრი და ეს პოზიცია აქვს, (არ არის მისი  ლანძღვა სწორი) ის დიპლომატია პროფესიით – ეს მისი არჩევანია!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია  დატოვა. 

„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი