ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სამინისტროს საქმიანობა შეაჯამა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
996 14 დეკემბერი 2020, 16:33
2020 წელს, მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ვაგრძელებდით რეფორმებს, ვაუმჯობესებდით    ჩვენი სერვისების ეფექტურობას, ბიზნესებისთვის და ინვესტორებისთვის შევქმენით უფრო მეტად კომფორტული და მიმზიდველი გარემო, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, რომელმაც 2020 წელს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მისი ინფორმაციით, წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ეკონომიკის სამინისტროში ამოქმედდა პროექტი „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“, სადაც ერთი ფანჯრის პრინციპით, იუსტიციის სახლის და საზოგადოებრვი ცენტრების მეშვეობით ადამიანების რამდენიმე   ბიზნესპროგრამის და სერვისის მიწოდება მოხდება კონკრეტულ რეგიონებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

ნათია თურნავას განცხადებით, ასევე აქტიური რეფორმები გატარდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიმართულებით, კერძოდ – სტრუქტურულად მოხდა ორი სხვადასხვა ორგანიზაციის შერწყმა: ქონების მართვის და საფინანსო სერვისების სააგენტოების და ახლა უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა ერთი ფანჯრის პრინციპით ხდება.

„ასევე 2019 წლის ბოლოს დაიწყო და მთელი 2020 წლის განმავლობაში წარმატებით გრძელდებოდა პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, როდესაც 100 პარალელური აუქციონი მუდმივად ტარდებოდა და ამ პროექტის ფარგლებში 2020 წელს გაიყიდა 88 ობიექტი, რომელთა ჯამური საპრივატიზებო თანხა 43 მლნ ლარია. მთლიანობაში 2020 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად მობილიზებულია 124 მლნ ლარი“, – განაცხადა თურნავამ.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, უწყება მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა და ყველაფერს აკეთებდა წიაღისეულის, ამ მნიშვნელოვანი რესურსის ეკონომიკაში ჩართვის მიმართულებით.

„ბიზნესისთვის შეთავაზებულ იქნა წიაღით სარგებლობის 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი. აუქციონზე გავიდა და გაიყიდა წიაღითსარგებლობის 433 ლიცენზია; საბადოებზე ქვეყნის მასშტაბით 2 015 სამუშო ადგილი შეიქმნა; მოზიდული ინვესტიციის მოცულობამ 20 800 000 ლარი შეადგინა“, – განაცხადა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

 ნათია თურნავას განცხადებით, 24 დეკემბერს შეზღუდვების მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ შეცვლილა, თუმცა დააკვირდებიან ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას.

„ამჟამად, რა გადაწყვეტილებაც არის მიღებული, ყველასთვის ცნობილია. ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ შეცვლილა. თუმცა, თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ დავაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურად იკრიბება და ამასთან დაკავშირებით იქნება ცნობილი, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, სხვა სიახლე ჯერ არ გვაქვს“, – განაცხადა ნათია თურნავამ

ნათია თურნავას განცხადებით, სპეციალურად გადამზადებული 215 სასტუმრო, 11 657 ოთახით და 3 620 დასაქმებულით ჯამში 133 767 მოქალაქეს მოემსახურა.

მისი ინფორმაციით, განხორციელდა 800-მდე ფრენა და საქართველოს 6 000-მდე მოქალაქის უსაფრთხო და ორგანიზებული ტრანსპორტირება.

განხორციელდა 5,4 მლნ პირბადის წარმოება და 5,3 მლნ პირბადის გაცემა/დისტრიბუცია. კომპანიებმა წარმოება 55 პროცენტით გაზარდეს.

შესყიდულ იქნა 10 დანადგარი, რაც დღიურად 10 ტონა თხევადი ჟანგბადის შესაბამისი მოცულობის სამედიცინო ჟანგბადის წარმოებას უზრუნველყოფს.

ნათია თურნავა აცხადებს, რომ 2021 წელს სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდი საკმაოდ მცირდება. მინისტრის თქმით, 2021 წლის ბიუჯეტიც ანტიკრიზისულია და მასში აქცენტი მოქალაქეების და ბიზნესის დახმარებაზე კეთდება.

„რაც შეეხება სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდს, საკმაოდ შემცირებულია. კონკრეტულად ჩვენს სამინისტროში დაახლოებით 2 მილიონი ლარითაა შემცირებული. ესაა მომჭირნეობის წელი და აქედან გამომდინარე ყალიბდება ეს პრიორიტეტები“, - განაცხადა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

მისივე თქმით, 2021 წელს გაიზრდება პენსიები, მასწავლებლების, პოლიციელების და ჯარისკაცების შრომის ანაზღაურება.

ნათია თურნავას თქმით, ენერგეტიკის დარგის განვითარება ძალიან სწრაფად მიდის - პრაქტიკულად, დასრულდა ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელებისთვის აუცილებელი ყველა საკანონმდებლო ბაზის შექმნა, დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც წელს სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს.

ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განსამტკიცებლად მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები განხორციელდა  

„მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორცილედა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები, რაც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, მათ შორის 2020 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ან მშენებლობის ეტაპზე გადავიდა 670 მგვტ-მდე ჯამური დადგმული სიმძლავრის ჰიდროსადგურები. დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა 230 მგვტ სიმძლავრის, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გარდაბანში. ცოტა ხნის წინ დასრულდა ინტერესთა გამოხატვა კიდევ ერთ, 272 მგვტ სიმძლავირს თბოსადგურისთვის, რომლის მშნებლობაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. ასევე განხორცილდა უმარავი პროექტი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით: აშენდა ორი ახალი მაგისტრალური მილსადენი, ქვესადგურები, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები და ა.შ." - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 






 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი