არადა, რა "კარგად" მიდიოდა ყველაფერი. ვიღაც, ძალიან "გამჭრიახის" ტვინში, რევოლუციის ახალი სცენარი დაიბადა -ამირან სალუქვაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
776 12 დეკემბერი 2020, 12:34
არადა, რა "კარგად" მიდიოდა ყველაფერი. ვიღაც, ძალიან "გამჭრიახის" ტვინში, რევოლუციის ახალი სცენარი დაიბადა -ISFED -ის კვლევაზე ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ISFED - "ურჩხულების მკვლელი". ამ ღამის განმავლობაში ბავშვმაც კი გაიგო ეს სახელი.
არადა, რა "კარგად" მიდიოდა ყველაფერი. ვიღაც, ძალიან "გამჭრიახის" ტვინში, რევოლუციის ახალი სცენარი დაიბადა - ოპოზიციური დეპუტატების მიერ საყოველთაო საპარლამენტო შატალოს გამოცხადება.
საყოველთაო შატალოს უნდა შეეშინებინა მმართველი პარტია. "გამჭრიახის" აზრით, ქართული ოცნების პარლამენტში მარტოდ დატოვება ბიძინა ივანიშვილს მიაყენებდა ზიანს.
ზიანი კი ქვეყანას ადგება, თუ გავეცნობით საერთაშორისო გამოხმაურებას, პარტნიორების მოწოდებებს. ყველაზე დიდი ზიანი კი, ამ ცრუ საპროტესტო დუღილის შედეგად მიადგა თავად პოლიტიკურ პარტიებს. თუმცა ამ ზიანზე თავად იზრუნონ.
საერთაშორისო ვითარებას, აშშ-ნატო-საქართველოს ურთიერთობების გააქტიურებას რომ არ ითვალისწინებენ და არაფრად თვლიან, დავინახეთ. ისიც დავინახეთ რამდენად მედასავლეთეები არიან ეს ჩვენი პროევროპულები და რამდენად პროევროპულების არიან მედასავლეთეები, თვეებია ვისმენთ ხან ჩვენი დასავლელი პარტნიორების (ქვეყნების, ელჩების) ლანძღვა-გინებას.
ISFED-ის გუშინდელმა დასკვნამ 180 გრადუსით შემოატრიალა ყველაფერი. ვგულისხმობ მომრიგებლების მეშვეობით მიმდინარე მოლაპარაკებებს.
გუშინ ცხრაპარტიაგადამხტარი პოლიტიკოსებიც კი ვერ უარყოფდნენ, რომ ამ ორგანიზაციის დასკვნა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სანდოა და ოპოზიციას არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს.
არადა შეეძლოთ გუშინდელ დღემდე მოესწროთ და ქართულ ოცნებასთან სარფიანად ევაჭრათ. თუმცა, აუქციონის დრო ამოიწურა.
ISFED-ის მიერ განხორციელებული პარალელური დათვლის შედეგად ყველა პარტიამ მიიღო დაახლოებით ის შედეგი, რაც დადო ცესკო-მ. მანდატების რაოდენობა, ამ შედეგებით არ იცვლება.
განა ეს ყველაფერი არ იცოდნენ? განა ძირითად ოპოზიციურ პარტიებს წარმომადგენლები არ ჰყავდათ უბნებზე? თუმცა, ოპოზიციის განცხადებებით დემოკრატიის სამშობლო არა პარლამენტი, არამედ ქუჩაა.
ამ დღეებში, თვეებში, არჩევნების და პანდემიის ფონზე ყველამ ჩამოიხსნა ნიღაბი.
ჰოდა, საინტერესოა, ISFED-ის დასკვნის შემდეგ, ის პარტიები ან დეპუტატები, რომლებმაც განცხადებების დაწერა ვერ მოასწრეს, ქუჩას აირჩევენ თუ პარლამენტს?!-წერს ამირან სალუქვაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი