2021 წელს შრომის ანაზღაურების ბიუჯეტი 60 მილიონითაა გაზრდილი, რაც ძირითადად, პოლიციისა და ჯარის გაზრდილ ხელფასებს მოხმარდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1116 01 დეკემბერი 2020, 17:30
2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, შრომის ანაზღაურების ბიუჯეტი გაზრდილია 60 მლნ და შეადგენს 1,614,671.1 ათას ლარს, რაც ძირითადად, პოლიციისა და ჯარის ხელფასების ანაზღაურებას მოხმარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, როგორც ცნობილია, პოლიციასა და ჯარში შრომის ანაზღაურების მატება მიმდინარე წელის შუა პერიოდში განხორციელდა და 2021 წელს გათვალისწინებული თანხა მოხმარდება მათი ხელფასების დაფარვას მთელი მომდევნო წლის განმავლობაში.

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით სხვა უწყებებში საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი