მინდა, ვთხოვო ოპოზიციასაც და პოზიციასაც, მეტი დრო დავუთმოთ იმაზე ფიქრს, რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა - სოსო ფხაკაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1069 19 ნოემბერი 2019, 16:40
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ბიზნესზე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც მეტი დრო უნდა დაუთმოს სტაბილურობის მნიშვნელობაზე ფიქრს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არის არაპოლიტიკური, არაკომერციული ორგანიზაცია. ჩვენ ვართ ჩართული საქართველოს ბიზნესში. 24 საათი ვმუშაობთ, რათა უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს, უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს ქვეყანაში და გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა. ამავდროულად, მინდა, ცალსახად ავღნიშნო, ბოლომდე მწამს და მჯერა, რომ წარმატების ქვაკუთხედი არის ძლიერი ბიზნეს, რადგან ძლიერი ბიზნესი უდრის ძლიერ ეკონომიკას, რათა ქვეყანა წინ წავიდეს, მოსახლეობა იყოს უფრო კარგად და მეტი შემოსავალი ჰქონდეს ნებისმიერ ჩვენ ოჯახს. ასეთ ვითარებაში, პოლიტიკური არასტაბილურობა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს აღქმებზე და მინდა, ვთხოვო ჩვენს ოპოზიციასაც და პოზიციასაც, ჩვენ ბიზნესმენები ვართ და პოლიტიკურ თემებში არ ვერევით, მინდა, ყველას ძალიან ვთხოვო, რომ უფრო მეტი დრო დავუთმოთ იმაზე ფიქრს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის პოლიტიკური სტაბილურობა“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი