719
02 ნოემბერი 2020, 21:01
„ზოგიერთ პარტიას მიხეილ სააკაშვილის უფრო ეშინია, ვიდრე ქართველი ხალხის“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ეს გავლენა სახეზეა და ამის უკან სხვადასხვა მიზეზი დგას.
„პირველი მიზეზი არის ის, რომ სააკაშვილს აქვს საქართველოში ფულადი რესურსი და მედია რესურსი. აქედან გამომდინარე მიწებებული ჰყავს გარკვეული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები და შესაბამისად ამას ეფუძნება ეს შიში, სხვა მიზეზი ამას ვერ ექნება. რაც შეეხება ქართველი ხალხის მიმართ შიშს, მათ რომ ეს შიში ჰქონოდათ, უფრო მეტად სცემდნენ პატივს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, რომ ეს პროცესი ასე არ გაგრძელდება და ოპოზიცია პოზიციას შეიცვლის.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისინი ამ პოზიციას შეიცვლიან გამომდინარე იმ ობიექტური გარემოებიდან რასაც ვსაუბრობდით, ასე ეს პროცესი არ გაგრძელდება და საბოლოო ჯამში მივიღებთ იმ შედეგს, რაც ასე ძალიან უნდოდათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, როდესაც ჩამოყალიბდა ეს საარჩევნო სისტემა, რის საფუძველზეც არჩევნები ჩატარდა, იყო ფართო კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან.
„იდეა იყო ის, რომ უნდა გადავსულიყავით არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე თავისი ერთ პროცენტიანი ბარერით. ამის შედეგი არის ის, რომ ჭარბი უმრავლესობა, რაც ყოველთვის პრობლემა იყო წინა არჩევნებზე, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს. ჩვენ ამ შემთხვევაში გამოგვდის 90 მანდატი, შესაბამისად, არის დაბალანსებული უმრავლესობა, პლიუს რვა ოპოზიციური პარტია შედის პარლამენტში. ეს არის ისეთი შედეგი, რაც საქართველოს 1992 წლის შემდეგ არ ჰქონია. ეს ხსნის გზას იმისთვის, რომ კიდევ უფრო პოლიტიკური და პარტიული სისტემა მივიღოთ, ურთიერთობების კონსტრუქციულ რეჟიმზე გადავიდეთ, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ამოცანა იყო და ეს ამოცანა მიღწეულია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |