ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში ყველა სამაჟორიტარო ოლქში და ვერანაირი გაყალბებული კვლევები და ფეიკ -მონაცემები ვერ მოახდენენ გავლენას ამომრჩევლის განწყობაზე!!!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
684 30 ოქტომბერი 2020, 13:58
„„ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში ყველა სამაჟორიტარო ოლქში და ვერანაირი გაყალბებული კვლევები და ფეიკ -მონაცემები ვერ მოახდენენ გავლენას ამომრჩევლის განწყობაზე!!!“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, კახეთის ყველა სამაჟორიტარო ოლქში, სადაც ის ამჟამად იმყოფება და  წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობს, მოსახლეობის სრული უმრავლესობა მხარდაჭერას  „ქართულ ოცნებას" და მის მაჟორიტარ კანდიდატებს უცხადებს. 

 „ერთ თვეზე მეტია ვიმყოფები ყვარლის მუნიციპალიტეტში და აქ წინასაარჩევნოდ ვეხმარები ახმეტის, თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ კანდიდატს  „ქართული ოცნებიდან", ირაკლი ქადაგიშვილს. საარჩევნო პროცესის ფარგლებში მოვიარეთ ყვარლის მუნიციპალიტეტი სრულად. პირადად მე გახლდით ქ. ყვარლის თითქმის ყველა ოჯახში  ე.წ "კარდაკარზე" და სრულიად დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ყოველი 10 ოჯახიდან 8 და ხშირ შემთხვევაში 9 ოჯახი სრულ და გულწრფელ მხარდაჭერას უცხადებს  „ქართულ ოცნებას" და მის მაჟორიტარ კანდიდატს. პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ  იგივე მოცემულობა არ იყოს ამ სამაჟორიტარო ოლქის სამ დანარჩენ მუნიციპალიტეტში (ახმეტაში, თელავსა და ლაგოდეხში), რადგან იდენტურია ამომრჩევლის მყარი მხარდაჭერა „ქართული ოცნებისადმი" და მისი კანდიდატისადმი. შესაბამისად, სრული აბსურდი და სასურველის სინამდვილედ  გასაღების მცდელობაა გვარამიას და ნაცმოძრაობის მხრიდან ყურით მოთრეული მტკნარი სიცრუე  რადიკალური ოპოზიციის და მისი კანდიდატის - ბოტკოველის რაიმე უპირატესობაზე“,- წერს დავით მათიკაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ ისინი ელოდებიან დავალებების გარედან მიღებას
გიორგი კალანდარიშვილი: თითქმის სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის
ცესკოს თავმჯდომარე: მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში
42:0 - საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა
ვფიქრობ, ეუთო-ოდირის დასკვნამ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცა პასუხი
არქივი