ჩვენს ანგარიშს გადავცემთ ჟურნალისტებს, საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ნახონ არჩევნების დღეს ვინ შეეცდება, დაძაბოს სიტუაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
680 28 ოქტომბერი 2020, 10:58
„ყველა არჩევნებზე ჩვენ გვყავს დამკვირვებლების საკმაოდ დიდი რაოდენობა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. პანდემიამ შექმნა ძალიან განსხვავებული რეალობა, რომელიც ადრე არასდროს ყოფილა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს  ყველა ქვეყნისთვის. ბოლო 6 თვის განმავლობაში ბევრ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები და მათ მოუწიათ ადაპტირება იმ რეალობასთან , რასაც გლობალური პანდემია ჰქვია “, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, კახა კუჭავამ ტვ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, პარლამენტმა დაიწყო წინასაარჩევნო მზადება, მიღებული იქნა რამდენიმე რეგულაცია და  ინტრუქცია, რომელმაც  მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის   უსაფრთხოება.

„ჩვენ მივხვდით, რომ პანდემიის გამო ვერ იქნებოდა საერთაშორისო დამკვირვებლების ის რაოდენობა, რამდენსაც ვისურვებდით. თუმცა იქნება საკმარისი რაოდენობა, როგორც ეუთო/ოდირისა და ევროსაბჭოს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ჩვენ დავინტერესდით, რომელი ადგილობრივი ორგანიზაციები შეავსებენ ამ დანაკლისს. დარეგისტრირებული ორგანიზაციების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა. ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო ამ ინფორმაციის პოვნა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ანგარიშშია მითითებული, არის სრულიად საჯარო და ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ნახოს. რა თქმა უნდა, ოპოზიცია ვერ დამალავს იმ ფაქტს, რომ ეს მათთან აფილირებული ორგანიზაციებია და ეს აღიარეს კიდეც. ჩვენ ეს ინფორმაცია  გვსურს გადავცეთ ყველა ჟურნალისტს, საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ნახონ არჩევნების დღეს ვინ იქნება აქტივი და ვინ შეეცდება  დაძაბოს სიტუაცია  “,  განაცხადა კახა კუჭავამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ ისინი ელოდებიან დავალებების გარედან მიღებას
გიორგი კალანდარიშვილი: თითქმის სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის
ცესკოს თავმჯდომარე: მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში
42:0 - საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა
ვფიქრობ, ეუთო-ოდირის დასკვნამ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცა პასუხი
არქივი