იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი აშენდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
396 05 ოქტომბერი 2020, 11:34

თბილისის მუნიციპალიტეტს ფონდი „ქართუ“ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას გადასცემს, სადაც ცენტრალური პარკი გაშენდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიაზე პარკის მშენებლობას რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დასჭირდება, რომელსადც ასევე „ქართუ“ დაფარავს.

„ფონდი ქართუ“ მუნიციპალიტეტს ქალაქის ცენტრში სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც ასევე „ქართუს“ დახმარებით თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ ბრიფინგზე.

მერის განმარტებით, პროექტზე ნიდერლანური კომპანია მუშაობს, ხოლო მშენებლობის დაწყების თარიღი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

კახა კალაძემ იპოდრომის ტერიტორიის გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

„მართლაც საშვილიშვილო საქმისა და თბილისისთვის გაკეთებული საჩუქრისთვის მინდა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს მადლობა გადავუხადო. ეს იქნება თანამედროვე პარკი, რომელითაც ყველა ოჯახი და თბილისელი იამაყებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Bloomberg: ევროკავშირი რუსეთის 20 ბანკის SWIFT-დან გათიშვის წინადადებით გამოდის
ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციაზე: ისინი გეგმავენ 26 მაისს გარკვეულ დაპირისპირებას. ჩვენ ღირსეულად ჩავატარებთ 26 მაისს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში
26 მაისს სამხედრო ფიცს 700-მდე წვევამდელი დადებს - სამხედრო ტექნიკა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გამოიფინება
ე.წ. ოპოზიცია იმაზეც ვერ თანხმდება, გირაო უნდა გადაიხადონ თუ არა და ესენი კოალიციურ მთავრობას შექმნიან და 11 მინისტრს აირჩევენ?
რადიკალებმა რამდენჯერაც რაიმე დააანონსეს, ვერაფერი ვერ შეასრულეს, რადგან სიმართლეს არ ემსახურებიან - ასე იქნება 26 მაისსაც
არქივი