ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გამოსვლას ეხმიანება.
მისი თქმით, "ნაცები" პარლამენტში ფაქტიურად ერთიდაიმავე პიესას დგამენ.
,,აი ამ ერთი შეხსენებით "მოკლა" ოპოზიცია და მერე იმათი წიოკ-წიკვინი უკვე ყურს მიჩვეული ამბავია. "ნაცები" პარლამენტში ფაქტიურად ერთიდაიმავე პიესას დგამენ უკვე მერამდენეჯერ და ინტერპელაციასაც კი როგორც დემოკრატიულ საპარლამენტო პროცედურას ფასი დაუკარგეს თავიანთი ისტერიით”,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.