შოთა გულბანი - მორიგი ტყუილი იკადრა პარტია ლელოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც გაეროს მსოფლიო სასურსათო მოხსენებაზე დაყრდნობით თქვა, რომ საქართველოში შიმშილის დონე გაორმაგებულია. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
547 17 სექტემბერი 2020, 13:07
მორიგი ტყუილი იკადრა პარტია ლელოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც გაეროს მსოფლიო სასურსათო მოხსენებაზე დაყრდნობით თქვა, რომ საქართველოში შიმშილის დონე გაორმაგებულია. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში, კვლევა რომელზე დაყრდნობითაც პოლიტიკოსი იტყუება, ამბობს, რომ 2012 წელთან შედარებით არასრულფასოვანი კვების დონე საქართველოში არა თუ გაზრდილია, არამედ პირიქით, 3-ჯერ არის შემცირებული,- ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს. 
 მისი თქმით, ამ მონაცემების გარდა, საქსტატის ოფიციალური მაჩვენებლებით, 2012 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი იყო 30%, 2019 წელს კი 19,5%. ,,საქართველოში ძალიან მანკიერი პრაქტიკა არის დამკვიდრებული, როცა პოლიტიკოსებს საზოგადოება მიზანმიმართულად შეყავთ შეცდომაში. საბედნიეროდ საზოგადოებაში საკმაოდ მრავლად არიან ადამიანები, ვინც ამ ტყუილებს ამხელს ხოლმე. მორიგი ტყუილი იკადრა პარტია ლელოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც გაეროს მსოფლიო სასურსათო მოხსენებაზე დაყრდნობით თქვა, რომ საქართველოში შიმშილის დონე გაორმაგებულია. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში, კვლევა რომელზე დაყრდნობითაც პოლიტიკოსი იტყუება, ამბობს, რომ 2012 წელთან შედარებით არასრულფასოვანი კვების დონე საქართველოში არა თუ გაზრდილია, არამედ პირიქით, 3-ჯერ არის შემცირებული. 2012 წლის ანგარიშის თანახმად საქართველოში იმ ადამიანების რიცხვი, ვინც არასრულფასოვნად იკვებებოდა 1 მილიონი ადამიანი იყო, ხოლო დღეისათვის ციფრი – 300 000 მოსახლეს უტოლდება. შესაბამისად, მაჩვენებელი 3-ჯერ, ანუ 700 000-ი ადამიანით არის შემცირებული. გარდა ამისა 2020 წლის „შიმშილის რუკის“ მიხედვით საქართველო ყვითელ ზონაში მოხვდა. ანუ იმ ზონაში, სადაც მოსახლეობის 5-15% არასრულფასოვნად იკვებება. ხოლო, 2012 წლის რუკის მიხედვით საქართველო ე.წ. ყავისფერ ზონაში იყო, ანუ იმ ქვეყნებს შორის სადაც მოსახლეობის 15-25% იკვებება არასრულფასოვნად. 2012 წელს საქართველოს მაჩვენებელი 24.7% იყო, რაც 3-ჯერ მეტია დღევანდელ მაჩვენებელზე. ამ მონაცემების გარდა, საქსტატის ოფიციალური მაჩვენებლებიც რომ ვნახოთ სიღარიბის დონესთან დაკავშირებით, აღმოვაჩენთ, რომ 2012 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი იყო 30%, 2019 წელს კი 19,5%“,- წერს შოთა გულბანი
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი