გორბის“ გამოკითხვით, „ქართულ ოცნებას“ 56% აქვს. თუ ამას გადაუწყვეტელ ხმებს დავუმატებთ, მხარდაჭერა გაცილებით მეტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
734 15 სექტემბერი 2020, 20:15
„“გორბის“ გამოკითხვით, „ქართული ოცნების“  პროცენტი 56-ია. თუკი ამ გადაუწყვეტელ ხმებს გადავანაწილებთ პროპორციულად, გამოდის, რომ გაცილებით მეტია მხარდაჭერა.  „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა აქვს. არის მეორე, ფსევდო-რეალობა, რომელსაც გვახვევენ თავს და ვერანაირად ვერ მიიღეს შედეგი და ბოლოს გააფთრებულები ელოდებოდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ცოტა მაინც გაამართლებდა მათ იმედებს, მაგრამ ვერ გამართლდა  მათი იმედი“, -ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„დავინახოთ რა ხდება.  სასწორზე დავდოთ ორი რეალობა, ერთი ფსევდო რეალობა, მეორე ის, რაც ხდება. ამ პირობებში, როდესაც მსოფლიოში არის  რთული ვითარება, ომები, დაპირისპირების ეს ხარისხი, ეკონომიკური დაპირისპირება, პანდემიამ როგორ დააზარალა ეკონომიკები, ხალხი, ჯანმრთელობა და ამ პირობებში საქართველო ახერხებს, რომ გადარჩეს და სამშვიდობოს გავიდეს. რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა ლაპარაკი, თუ ვლაპარაკობთ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაზე რეალურად, გაცილებით უფრო მეტია ის, თუ რა სისტემაც შექმნა მან მართვის  ქვეყანაში რეალურად გინდათ დემოკრატიული თვალსაზრისით და გინდათ ნებისმიერი მიმართულებიდან გამომდინარე. არის მეორე, ფსევდო-რეალობა, რომელსაც გვახვევენ თავს და ვერანაირად ვერ მიიღეს შედეგი და ბოლოს გააფთრებულები ელოდებოდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ცოტა მაინც გაამართლებდა მათ იმედებს, მაგრამ ვერ გამართლდა  მათი იმედი“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ ისინი ელოდებიან დავალებების გარედან მიღებას
გიორგი კალანდარიშვილი: თითქმის სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის
ცესკოს თავმჯდომარე: მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში
42:0 - საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა
ვფიქრობ, ეუთო-ოდირის დასკვნამ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცა პასუხი
არქივი