კვლევების თანახმად „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე მინიმუმ, 60% უნდა აიღოს, მეორე ადგილზე მყოფი ოპოზიციური ძალა მხოლოდ 11 %-იანი მხარდაჭერით სარგებლობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
741 15 სექტემბერი 2020, 17:08
„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ, დამაჯერებლად ლიდერობს და მეათე მოწვევის პარლამენტში ჩვენ მყარი უმრავლესობით ვიქნებით წარმოდგენილი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ეს არაერთმა ობიექტურმა კვლევამ დაადასტურა მათ შორის, სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულმა „გორდის“ კვლევებმა, რომლის მიხედვით „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 56 % უჭერს მხარს.

„ეს არ არის საბოლოო რეიტინგი, რადგანაც თუ კარგად დავაკვირდებით კვლევას, ჩვენ ვნახავთ, რომ რეალურად რეიტინგი მაღალია, რადგანაც თუკი ჩვენ კვლევებში მოცემულ მონაცემებს, რომელიც გულისხმობს იმ პირებს, ვისაც არ გადაუწყვეტია ჯერ ხმის მიცემა ასევე, იმ პირებს, ვინც ამბობს, რომ ყველას გადახაზავს - მათ პროპორციულად მივაკუთვნებთ პარტიებს თუნდაც, რეიტინგში არსებული შესაბამისი რიგითობით, ვნახავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე მინიმუმ, 60% უნდა აიღოს, თან ეს იმ პირობებში, რომ მეორე ადგილზე მყოფი ოპოზიციური ძალა მხოლოდ 11 %-იანი მხარდაჭერით სარგებლობს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის მოადგილემ. მისი განმარტებით, კვლევებში გათვალისწინებული არ არის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების როლი, რომლებიც ყველა ოლქში, დამაჯერებლად ლიდერობენ. „ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ოპტიმისტური მოლოდინები გაგვაჩნია. ცხადია, მოსახლეობის მსგავსი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ეს თვითკმაყოფილების საფუძველს არ იძლევა. ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ, რომ მოსახლეობის ამ მაღალ ნდობას, ხალხის და ქვეყნის ინტერესებისთვის ორიენტირებული ეფექტური ნაბიჯებით ვუპასუხოთ და ხალხთან ერთად, დაუღალავად ვიშრომოთ ქვეყნის წარმატებისთვის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ ისინი ელოდებიან დავალებების გარედან მიღებას
გიორგი კალანდარიშვილი: თითქმის სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის
ცესკოს თავმჯდომარე: მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში
42:0 - საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა
ვფიქრობ, ეუთო-ოდირის დასკვნამ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცა პასუხი
არქივი