გია ვოლსკი - სააკაშვილი საერთოდ გადაირია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
788 15 სექტემბერი 2020, 14:01
ჯერ მეუღლე დააყენა კანდიდატად, ახლა დედა. შეპყრობილია ადამიანი - იქნებ თავის მომხრეებმა მაინც უთხრან, რომ არ შეიძლება ასე ბურთაობა ქვეყნის და რეგიონის ინტერესებით,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულს სხდომაზე, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ის აცხადებს, საქართველოში რეალურად უფრო მეტი პრობლემაა მოსაგვარებელი, ვიდრე პოლიტიკური პარტიების ბანერების რაოდენობა და „ეს არ არის ის თემა, რომელიც უნდა წამოვაძახოთ ქვეყნის მმართველ გუნდს“.

„სააკაშვილი საერთოდ გადაირია. 11-ჯერ აქვს ნათქვამი, რომ საქართველოში ჩამოდის ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან ზღვა-ზღვა და ხან ხმელეთით. ეს რაც დავითვალე, რაც არ დაგვითვლია, ალბათ რამდენჯერ აქვს ნათქვამი.

თურმე მან შექმნა ქართველი ერი. მან მოიტანა საქართველოში კულტურა. ამავე დროს უკიდურესად უგვანი სიტყვებით აგინებს ქართველ ერს, ხალხს. ჯერ მეუღლე დააყენა კანდიდატად, ახლა დედა. რაღაც მანია აქვს გრანდიოზულად ამ კაცს. შეპყრობილია ადამიანი. იქნებ თავის მომხრეებმა მაინც უთხრან, რომ არ შეიძლება ასე ბურთაობა ქვეყნის და რეგიონის ინტერესებით. არ შეიძლება ისეთი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, სადაც ჰგონია, რომ პანდემიის გავრცელება საშველია, სადაც ეს არაქართული ოცნება აგიხდება, რომ საქართველოს როდისმე სანქციებს დაადებენ, მითუმეტეს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც აქ ჩვენთან ერთად დღეს პოლიტიკურ, სამხედრო თუ ეკონომიკურ ურთიერთობებშია ასე ინტენსიურად ჩართული. ესაა რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს ყველამ. ქვეყანა არ არის იმდენად კარგ მდგომარეობაში, ვიტრაბახოთ, რომ ყველა პრობლემა გადავჭერით. უამრავი პრობლემა დარჩა. პანდემიამ შემოგვიტია და ეს სვავები, ოჯახების და უბედურების გარშემოა მოგროვილი. ესაა რეალობა, რასაც ვუყურებთ. რეალური პრობლემა სხვაგან დევს და არა ბანერების რაოდენობაში, შეიძლება მეც არ მომწონდეს, მაგრამ რეალობა სხვა არის. ეს არ არის ის თემა, რომელიც უნდა წამოვაძახოთ ქვეყნის მმართველ გუნდს, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა, რომ სამშვიდობოს გამოიყვანოს ქვეყანა და ხალხი“,- განაცხადა ვოლსკიმ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ ისინი ელოდებიან დავალებების გარედან მიღებას
გიორგი კალანდარიშვილი: თითქმის სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის
ცესკოს თავმჯდომარე: მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში
42:0 - საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა
ვფიქრობ, ეუთო-ოდირის დასკვნამ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცა პასუხი
არქივი