The American Spectator - სააკაშვილი უბრალოდ შარზეა, ჩნდება კითხვა - რა აქვს ამჯერად ჩაფიქრებული?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
666 15 სექტემბერი 2020, 13:23
„ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასავლეთზე მოახდინოს სწორება და არა რუსეთზე. სააკაშვილმა  ეს იცის. ამიტომ, ჩნდება კითხვა: ნეტავ რა აქვს ამჯერად ჩაფიქრებული? -  წერს გამოცემა   The American Spectator სტატიაში სათაურით „ოდესღაც და მუდამ შარიანი სააკაშვილი”. 

როგორც სტატიის ავტორი ბრაიან მაკნიკოლი წერს, „სავარაუდოდ, სააკაშვილი უბრალოდ შარზეა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში რაიმე აუცილებლობის გარეშე ამოიჩემა რუსეთთან ბრძოლა და ამისთვის უმალვე თავადაც დაისაჯა და ქვეყანაც”. 
„საქართველოს რეფორმირება სააკაშვილს არ ძალუძს, რადგან თავად კორუფციაშია  ბრალდებული პრეზიდენტობის პერიოდიდან. უკრაინაში ბინადრობს და ოდესის ოლქის გუბერნატორადაც მსახურობდა წინა პრეზიდენტის - პეტრო პოროშენკოს პერიოდში. შემდეგ მისდამი მადლიერება სამსახურიდან წასვლით და ოპოზიციური პარტიის შექმნით გამოხატა, რომელიც პოროშენკოსვე დაუპირისპირდა და ამის შემდეგ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა” - წერს ავტორი. 

მისივე თქმით, ახლანდელმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეობა აღუდგინა სააკაშვილს და მთავრობაში სამსახურიც დააწყებინა. ახლა ის ზელენსკის უქმნის პრობლემებს, ხოლო უკრაინასა და საქართველოში ოფიციოზი ღიზიანდება.
„ზელენსკი მკაფიოდ და გამუდმებით აცხადებს, რომ სააკაშვილი მისი სახელით არ საუბრობს. საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „როდესაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის, ასოცირებული წევრების ადგილისა და მომავლის გადახედვას ახორციელებს და როდესაც პარტნიორებთან ურთიერთობების საერთო მომავალი განისაზღვრება, ამ პარტნიორობის შესუსტების ნებისმიერი მცდელობა ჩვენს ორ ქვეყანას მხოლოდ დაასუსტებს და საოცრად კრიტიკულ დროს შეამცირებს საქართველოსა და უკრაინის გავლენას ამ ძალიან გადამწყვეტ დებატებში“ - წერს ბრაიან მაკნიკოლი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, შარში გახვევისას სააკაშვილის პარტნიორად გვევლინება ამერიკის პოლიტიკურ ეშელონებში მნიშვნელოვანი კავშირების მქონე ორგანიზაცია, რომელიც თავად არის ცნობილი შარებში გახვევისა და გახლეჩა-დაშორიშორებისთვის - ჯონ მაკკეინი. 

„აწ უკვე გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორი არიზონას შტატიდან - ჯონ მაკკეინი - თავისივე ქვეყანაში უთხრიდა ძირს დემოკრატიულ პროცესს  რუსებთან და სხვებთან ერთად პრეზიდენტი ტრამპის წინააღმდეგ ტალახის აგორებით. რადგან მაკკეინი აღარ არის ცოცხალი, ახლა უკვე მისი ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რენდი შენემანი გამოჩნდა და მოირგო მისი ყოფილი უფროსის როლი. ის არის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგისტრირებული წარმომადგენელი, რომელიც ზურაბიშვილის მთავრობას ოპონირებს.” - ნათქვამია სტატიაში.
აქვე აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებში სააკაშვილის კაცია რენდი და, მისი ყოფილი უფროსის მსგავსად, მისი ლიოალობა - რბილად რომ ვთქვათ - წინააღმდეგობებით ხასიათდება.

„შენემანი სენატის დატოვებამდეც მუშაობდა  საქართველოზე და ჯორჯ სოროსის რეგისტრირებული ლობისტია. სოროსის ღია საზოგადოების ფონდიდან სხვა იურისტებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად იღებდა მონაწილეობას სედონას ფორუმში, რომელიც ყოველწლიურად ქ. სედონაში იმართება აკადემიური წრეებისთვის მაკკეინის ინსტიტუტის სპონსორობით.

ამის გარდა, ის არის საქართველოს მოქმედი ლობისტი, არადა ამავდროულად კვლავ მაკკეინის აპარატის წევრია. მან სენატორი დაითანხმა საქართველოსა და სხვა კლიენტი ქვეყნების (ლატვიის, მაკედონიის, რუმინეთისა და ტაივანის) სასარგებლოდ ოთხი ბრძანების ინიცირება მოეხდინა.

ახლახან შენემანმა საზოგადოებრივი აზრი ააზვირთა, ვითომდა ქართველები კვლავ არ ენდობიან მთავრობას და რომ პესიმიზმი კვლავ ისადგურებს ქვეყნის მოქალაქეთა გულებს. საქართველოს ხელისუფლების მოწინააღმდეგე პარტიასთან გაფორმებული კონტრაქტით მას მილიონის მეოთხედს უხდიან და ამიტომ ცდილობს დამალოს ქვეყანაში მიღწეული წინსვლა” - წერს ავტორი.

მისივე  თქმით, არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი, რომ სააკაშვილი განაგრძობს პრობლემების შექმნას. 

„ის ქარიზმატული და ენიგმატური ფიგურაა, თუმცა თავისივე მოქალაქეებს ვერ ეწყობა ვერც უკრაინაში და ვერც საქართველოში. მისი ფეთქებადი და იმპულსური აზროვნების გამო კონდოლიზა რაისს იმის თქმაც მოუწია მისთვის, რომ ალიანსი საქართველოს ვერ დაუჭერდა მხარს რუსეთთან შერკინებაში. რბილად რომ ვთქვათ დასანანია, რომ საქართველოს თავისუფლების მასშტაბის გაფართოების, ეკონომიკის ზრდის, დასავლეთთან დაახლოებისა და კორუფციის შემცირებისკენ მიმართულ ძალისხმევის დაკნინებას ცდილობს ამერიკელი. თუმცა ეს გასაკვირი აღარც არის როდესაც ვიგებთ, რომ ის მაკკეინის აპარატის წევრია და მის გარდაცვლილი სენატორის საქმიანობას უკავშირდება” - წერს ბრაიან მაკნიკოლი.

https://spectator.org/saakashvili-once-a-troublemaker-always-a-troublemaker/?fbclid=IwAR0qxDvTxhVmEUdaIfozAqBudM2BCNyJzLYCNHdgSPbAHGcNNtZmXM7io3I
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო-მ სამი ოპოზიციური გაერთიანების მოთხოვნა დააკმაყოფილა და მათ მიერ წარდგენილი საარჩევნო სიები გააუქმა
დილით ამბობენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, საღამოს პროკურატურიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ვერაფერი მიიტანეს. მათმა პატრონებმაც უცხოეთში და მხარდამჭერებმაც საქართველოში, ხელი ჩაიქნიეს
პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა სარჩელები ერთდროულად განიხილება - განხილვის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა, დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის უარზე ითანამშრომლოს პროკურატურასთან არჩევნების ეგრეთ წოდებული გაყალბების საქმეზე: არ თანამშრომლობენ, შეიძლება, სწორი ტერმინიც არ იყოს, ვერ ითანამშრომლებენ, ვერსიაც კი არ გააჩნიათ
ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
არქივი