“ოცნების“ ხელისუფლება სრულ აგონიაშია, სკოლის დირექტორების მიმართ სადამსჯელო ღონისძიება ჩაატარეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
749 15 სექტემბერი 2020, 12:19
“ევროპული საქართველოს’’ ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატის, სერგო რატიანის განცხადებით, ხელისუფლებამ სკოლის დირექტორების მიმართ „ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ღონისძიება განახორციელა“.

როგორც რატიანი განმარტავს, 2014 წელს არჩეული სკოლის დირექტორები თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მათი მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არიან განწყობილი.

“ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმყოფება სრულ აგონიაში. ამას ადასტურებს ის, რომ ამ დღეებში მათ განახორციელეს ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ღონისძიება სკოლის დირექტორების მიმართ. გაათავისუფლეს სკოლების ყველა ის დირექტორი, რომელიც არჩეული იყო 2014 წელს. ფაქტობრივად, წინასწარ, განზრახულად არ ჩაატარეს კონკურსი, არ დაიწყეს დირექტორის კონკურსის პროცედურა და შესაბამისად, გაათვისუფლეს ყველა და მოვალეობის შემსრულებლად დატოვეს ის დირექტორები, რომლებიც მათ მიმართ შედარებით ლოიალურად არიან განწყობილნი. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბური შეტევა სკოლაზე. აი ასე მიულოცა „ქართულმა ოცნებამ“ 15 სექტემბერი ჩვენს სკოლას“, - განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრომ უნდა განმარტოს, თუ რატომ არ ჩატარდა მიმდინარე წელს დირექტორთა შესარჩევი კონკურსი.

„ყველამ იცის, რომ ჩატარდა ეროვნული გამოცდები, ჩატარდა სხვა კონკურსები და არ ჩატარებულა სკოლის დირექტორის კონკურსი. ჩვენ ვითხოვთ, რომ განათლების სამინისტრომ გააკეთოს განმარტება, თუ რატომ არ დაიწყო წელს ზაფხულში კონკურსის პროცედურა და სასწრაფოდ დაიწყოს ეს პროცედურა. ეს დირექტორები უნდა დააბრუნონ სკოლაში, დანიშნონ მოვალეობის შემსრულებლად და პარალელურად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ კონკურსი“, - განაცხადა რატიანმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ ისინი ელოდებიან დავალებების გარედან მიღებას
გიორგი კალანდარიშვილი: თითქმის სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის
ცესკოს თავმჯდომარე: მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში
42:0 - საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა
ვფიქრობ, ეუთო-ოდირის დასკვნამ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცა პასუხი
არქივი