ლევან ნიკოლეიშვილი Gorbi-ს კვლევაზე - ხალხს ოპოზიციის „პოლიტიკური ბიოგრაფია“ ახსოვს, ეს ყველაფერი კი ჯერ მათ რეიტინგებში, შემდეგ არჩევნების შედეგებში ისახება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
683 14 სექტემბერი 2020, 14:35
„ქართულ ოცნებას“ სიის პირველ ნომრად გიორგი გახარია ჰყავს, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი მენეჯერია, მათ შორის კრიზისის დროს, ნაცკლასტერს კი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კრიზის დროს იყო მიწაზე მფორთხავი, რომ არაფერი ვთქვათ მის არაერთგზის დაპირებაზე და თავისი სექტანტების არაერგზის გადაგდებაზე საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ასე,რომ ნუ გაგიკვირდება Gorbi-ს კვლევების, რომელიც რეალობასთან ძალიან ახლოსაა - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი Gorbi-ს კვლევებს.
მისი თქმით, ხალხს ოპოზიციის წარსული და „პოლიტიკური ბიოგრაფია“ ახსოვს, ეს ყველაფერი კი ჯერ მათ რეიტინგებში, შემდეგ არჩევნების შედეგებში ისახება

„Gorbi-ს ახალი კვლევების თანახმად დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ 56.3 % აიღებდა, ხოლო მთავარი ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობა 11.9%...ცოტა კი მეხამუშება ნაციონალური მოძრაობა მთავარი ოპოზიციურ პარტიად რომ გვევლინება, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, დანარჩენი პარტიები, რომლებიც თავს ოპოზიციად წარმოგვიჩენენ 10%-იანი რეიტინგიც კი რომ არა აქვთ. მაგრამ რა ქნან ჭამა უნდათ, ფული უნდათ, აქაოდა ჩვენც ხალხი ვართო...არა და რა კარგი იქნებოდა, რომ სხვა რამით იყვნენ დაკავებული,ზოგი მაინც ისე გამოიყურება მიუშვი რა მიწაზე და გადხნავს უგუთნოდ, მაგრამ რათ გინდა შრომას მავნებლობა და „პოლიტიკოსობა“ ურჩევნიათ... ამ ათპროცენტნაკლებიანებს არ ეზარებათ ერთმანეთის ლანძღვა-გინება, მერე ერთად დგომა/ჯდომა, მერე ერთმანეთის პარტიაში ჯერ გადასვლა, მერე დატოვება, მერე ისევ გაერთიანება, ისევ დაშლა, მერე არარსებულ და მიუღწეველ თანამდებობისა და სკამების გამო ისევ ერთამანეთის ლანძღვა-გინება..ხალხი კი ამას ხედავს, ხალხს კი ამაზე თავის რეაქცია აქვს, ხალხს კი მათი წარსულიც და „პოლიტიკური ბიოგრაფიაც“ ახსოვს და ეს ყველაფერი ჯერ მათ რეიტინგებში აისახება ხოლმე და შემდეგ არჩევნების შედეგებში...

ახლა რაც შეეხება ოცნების 56% და ნაცების 11% აქ უფრო მარტივადაა საქმე- ერთი მაქსიმალურს აკეთებს იმისათვის რომ ქვეყანა სტაბილური და მშვიდობიანი გზით წავიდეს, გადალახოს დეოკუპაციის (რომლის თანაშემქნელი რუსეთთან ერთად სწორედ ნაცების ბელადი სააკაშვილია!), ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები, რაც მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა არაა, მეორე კი ნაცმოძრაობა ასევე მაქსიმალურდ ცდილობს იქნებ ქვეყანაში არასტაბილური ვითარება შეიქმნას, თავის სატელიტ პარტიებთან და ფეიკ ტელევიზებთან ერთად ნებისმიერი სიტუაცია ხელისუფლებისა და თავისი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენოს, ამის მაგალითად კორონას პირველი შემოტევის დროს გარდაცვლილების დაბალი მაჩვენებლით მათი აღშფოთებაც კი საკმარისია...
ისე კიდევ ერთი უბრალო შედარება რომ გვაკეთოთ - „ქართულ ოცნებას“ სიის პირველ ნომრად გიორგი გახარია ჰყავს, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი მენეჯერია, მათ შორის კრიზისის დროს, ნაცკლასტერს კი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კრიზის დროს იყო ყველაზე მეტად ჩა..ლი და მიწაზე მფორთხავი, რომ არაფერი ვთქვათ მის არაერთგზის დაპირებაზე და თავისი სექტანტების არაერგზის გადაგდებაზე საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ასე,რომ ნუ გაგიკვირდება Gorbi-ს კვლევების, რომელიც რეალობასთან ძალიან ახლოა !“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი