ნიკა გვარამია დღემდე ვერ გამოსულა ,,ზონდერული" მენტალიტეტიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
783 03 სექტემბერი 2020, 18:57
„თითოეული ქართველისთვის ყველაზე წმინდა არის ოჯახი და, შესაბამისად, ყველაზე დიდი სიბინძურე რაც შეიძლება ადამიანმა გამოხატოს ან ჩაიდინოს, ეს არის როდესაც პოლიტიკური ინტერესების გამო ოჯახზე ახდენს თავდასხმას და ოჯახის დისკრედიტაციას ცდილობს და თანაც ამას აკეთებს ფეიკ-ნიუსებით, ფეიკ-ინფორმაციებით, ანუ სიყალბით“, - განაცხადა საპარლამეტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ნიკა გვარამიას ფბ სტატუსის  საპასუხოდ. 

მის შეფასებით, ნიკა გვარამია დღემდე ვერ გამოსულა ,,ზონდერული"  მენტალიტეტიდან და ხელშესახები არგუმენტები  არ აქვს ოპონენტების წინააღმდეგ, თითოეული ქართველისთვის ყველაზე წმინდა - ოჯახის ინსტიტუტზე მიაქვს იერიში, რაც პასუხგაუცემელი ნამდვილად არ უნდა დარჩეს. 

„ეს ადამიანები, ვინც ადრე  ,,ზონდერი პროკურორები"  იყვნენ, ახლა მედიის ზონდერებად მოგვევლინენ, მაგრამ რეალურად ზონდერული მენტალიტეტიდან ვერ გამოვიდნენ, არა აქვთ რეალური  არგუმენტი, რომელიც შეიძლება ოპონენტის მიმართ, ამ შემთხვევაში ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ  გამოიყენონ და ერთადერთი, რა გზასაც  იტოვებენ  -  ეს არის სიძულვილი, სიცრუე და ოჯახის ინსტიტუტზე იერიშის მიტანა. ამას პასუხი გაეცემა ძალიან მკაცრი, ძალიან მტკივნეული და ეს პასუხი იქნება ამავდროულად ძალიან სამართლიანი 2020 წლის 31 ოქტომბერს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი