605
03 სექტემბერი 2020, 18:53
„როგორც ჩანს ნიკა გვარამიას თავისიანებიც აღარ უჯერებენ (ან აღარ კადრულობენ ასეთი რაღაცების დაპოსტვას) და თვითონ დაიწყო ფეიკების დადება. ამ ბინძური მარიონეტის (ნიკა გვარამიას) ხედვა კიდევ ერთხელ უდასტურებს ჩვენს საზოგადოებას, რომ ნაც-ხროვა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოცილდეს როგორც პოლიტიკურ რეალობას, ასევე ქართულ ცნობიერებას!“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მთიკაშვილი ფბ-ის საკუთარ გვერდზე წერს.
დავით მათიკაშვილი ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ფეიკ ნიუსს ეხმაურება. მისი განცხადებით, გვარამიას ხედვა კიდევ ერთხელ უდასტურებს საზოგადოებას, რომ ნაციონალური მოძრაობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოცილდეს როგორც პოლიტიკურ რეალობას, ასევე ქართულ ცნობიერებას.
„ოჯახის ფენომენი სააკაშვილისთვის, გვარამიასთვის და მის მსგავსი ნაძირლებისთვის ბოლო ზღუდე იყო, რაც ვერც ტყუილებით და ცილისწამებით, ვერც მოსყიდვით და ტრადიციული ღირებულებების დევნით და ვერც თოფ-იარაღით ვერ შებღალეს საქართველოში. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, მათ ცნობიერებაში, არა მხოლოდ მათი მმართველობის, არამედ ნაციდეოლოგიის კრახის საფუძველია და ყველაზე უკადრებლის კადრებით არიან დაკავებულნი. ამ ბინძური მარიონეტის (ნიკა გვარამიას) ხედვა კიდევ ერთხელ უდასტურებს ჩვენს საზოგადოებას, რომ ნაც-ხროვა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოცილდეს როგორც პოლიტიკურ რეალობას, ასევე ქართულ ცნობიერებას!“,-წერს დავით მათიკაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |