საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ S&P-ი საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე და პერსპექტივა “სტაბილური” უცვლელი დატოვა-ნიკოლოზ მჭედლიშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
754 31 აგვისტო 2020, 11:56

“საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ S&P-ი საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე და პერსპექტივა “სტაბილური” უცვლელი დატოვა”, – ამის შესახებ ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, S&P- ის ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ანგარიში გამოქვეყნდა საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენების გათვალისწინებით.

,,ამ ფონზე საქართველოს რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელი დატოვება ნათლად მიანიშნებს, სარეიტინგო კომპანიის ნდობაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ.

მეტიც, ანგარიშის თანახმად, „S&P“ – ი შესაძლებლად მიიჩნევს საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაზრდას, თუ ეკონომიკური ზრდა აისახება შემოსავლების უფრო მაღალ დონეში და ქვეყნის ექსპორტი გახდება უფრო მეტად დივერსიფიცირებული, როგორც პროდუქტების, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით.

სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ძლიერ მხარედ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება დაასახელა. „S&P“ – მ ეკონომიკის მნიშვნელოვან უპირატესობად საქართველოს ინსტიტუციური სიძლიერე მიიჩნია.

„S&P“ ანგარიშში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული, მოიცავს: ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ბიზნეს გარემოს შემდგომ გაუმჯობესებას, განათლებისა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმას. ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი და სიძლიერე მიანიშნებს მთავრობის შესაძლებლობაზე, უზრუნველყოს ვალის მშპ-თან ფარდობის შემცირება.

სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად 2020 წელს ეკონომიკური კლება 6% იქნება. პანდემიამ ყველაზე მეტად ზიანი მიაყენა ტურიზმის სექტორს, რომელიც მნიშვნელოვან დამსაქმებელს, ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების მოხმარებისა და სავალუტო ნაკადების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ანგარიშის მიხედვით, საზღვრების გახსნის მიუხედავად, ტურიზმის სექტორის გაჯანსაღება ნელი ტემპებით მოხდება, რამდენადაც კვლავ ძალაში რჩება სოციალური დისტანცირების ღონისძიებები.

სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის დონეს 2022 წელს დაუბრუნდება.
„S&P“ პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, 2020 წლის პირველ ნახევარში ზრდის მიუხედავად ინფლაცია 2010-2019 წლებში საშუალოდ 4%-ს ქვემოთ იყო. სარეიტინგო სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით.

სარეიტინგო კომპანია პოზიტიურად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას: დოლარიზაციის შემცირებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, საპენსიო რეფორმას, დეპოზიტების დაზღვევას, კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ხელისუფლების სხვა რეფორმებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გააუარესა რამდენიმე ქვეყნის რეიტინგის პერსპექტივა, რომელთა შორისაა: ესტონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, უზბეკეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი და პორტუგალია,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი