რევოლუციური სცენარები და შორიდან მუქარები არავის სჭირდება, „ოცნებას“ ოპოზიციაში მშვიდობიანად გადავიყვანთ-ანზორ ბიწაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
880 28 აგვისტო 2020, 16:20
„ერთიანი საქართველოს“ წევრი, ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის არ სჯერა. ბიწაძის თქმით, მსგავსი განცხადებები პოლარიზებას უწყობს ხელს.

„რამდენადაც მას ვიცნობ, საერთოდ არ მჯერა მისი ჩამოსვლის. ჩემს განცდასაც რომ თავი დავანებოთ, ალბათ რიგით მერვე-მეცხრე დაპირებაა, რომ ბრუნდება და მე ამის საერთოდ არ მჯერა. რაც შეეხება ასეთ განცხადებას, ეს განცხადება ხელს უწყობს პოლარიზებას, ხელს უწყობს „ქართულ ოცნებას“, კიდევ უფრო დააშინოს მოსახლეობა სააკაშვილის ჩამოსვლით და დესტაბილიზაციით, ამით სცადოს თავისთვის დამატებითი ხმების მობილიზება. ასე რომ, საერთო საქმეს, რასაც ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტიის ოპოზიციაში გადაყვანა ქვია, ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს. ეს ყველაფერი, რასაც ერთი მხრივ ამბობს სააკაშვილი და მეორე მხრივ „ქართული ოცნება“, არის პიარის ორი მხარე. არ მჯერა, არც ერთი წუთით, რომ სააკაშვილი აპირებს საქართველოში დაბრუნებას.

არჩევნები ჩაივლის ნორმალურ და მშვიდ გარემოში, ოპოზიცია იქნება ერთმანეთში კოორდინირებული, რომ დაიცვას ერთმანეთის ხმები, არჩევნებმა მშვიდობიან ვითარებაში ჩაიაროს. ლეწვა, მტვრევა, ნგრევა, რევოლუციები საქართველოს არ სჭირდება და ჩვენს ქვეყანას აქვს იმის პოტენციალი, რომ მოახდინოს ხელისუფლების ცვლილება ყველანაირი დესტაბილიზაციის და რყევების გარეშე. ეს ყველაფერი მოხდება მშვიდობიანად, „ოცნებას“ გადავიყვანთ ოპოზიციაში მშვიდობიანად და არანაირი რევოლუციური სცენარები და შორიდან მუქარები საჭირო არ არის, ეს არავის სჭირდება“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას ბოდიშს უხდის მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო. ამასთან, აღნიშნავს, რომ მას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა დაფიქრებისთვის და ახლა იცის, უკეთესად როგორ ემსახუროს საქართველოს. განცხადებას სააკაშვილი შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „მე დავბრუნდები“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო-მ სამი ოპოზიციური გაერთიანების მოთხოვნა დააკმაყოფილა და მათ მიერ წარდგენილი საარჩევნო სიები გააუქმა
დილით ამბობენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, საღამოს პროკურატურიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ვერაფერი მიიტანეს. მათმა პატრონებმაც უცხოეთში და მხარდამჭერებმაც საქართველოში, ხელი ჩაიქნიეს
პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა სარჩელები ერთდროულად განიხილება - განხილვის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა, დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის უარზე ითანამშრომლოს პროკურატურასთან არჩევნების ეგრეთ წოდებული გაყალბების საქმეზე: არ თანამშრომლობენ, შეიძლება, სწორი ტერმინიც არ იყოს, ვერ ითანამშრომლებენ, ვერსიაც კი არ გააჩნიათ
ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
არქივი