გიორგი ვაშაძე - „ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არღვევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
892 26 აგვისტო 2020, 22:52
ენმ-ის მიერ ისანში მაჯორიტრი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის წარდგენას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი  გიორგი ვაშაძე ფეისბუქ სტატუსით ეხმიანება. მისი განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმებული იყვნენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შეთანხმებას ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის კანდიდატურის წარდგენით არღვევს.

„ჩვენ გვქონდა შეთანხმება ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე და ამ შეთანხმებას არღვევს „ნაციონალური მოძრაობა". ეს არის მათი გადაწყვეტილება, ითამაშონ ოპოზიციური გაერთიანების შიგნით პოლიტიკური თამაშები, ნაცვლად იმისა, რომ შემოგვიერთდნენ "დამსხვრეული ოცნებების" პარტიის დასამარცხებლად საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენს თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ პოლიტიკური ინტრიგები, ისინი ჩვენგან ელიან სიღარიბისა და კრიმინალის დამარცხებას, „დამსხვრეული ოცნებების" პარტიის დამარცხებას. სულ ესაა, რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას ისნის ოლქში "დამსხვრეული ოცნებების" პარტიის კანდიდატზე და ჩემთან როგორც ამ ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრთან ერთად, დავამარცხებთ კრიმინალსა და სიღარიბეს. საქართველოში არცერთი ბავშვი აღარ უნდა შიმშილობდეს და მოქალაქეები ქუჩებში თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ. ეს არის ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მაღელვებს”, - წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი