თუ ჩვენ არბიტრაჟში გადავიტანთ დავას, სახელმწიფო სხვა ინვესტორებს ვერ შემოიყვანს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1013 10 ნოემბერი 2019, 21:34
„ანაკლიის პროექტის განვითარების კონსორციუმი“ თუ ჩაიშლება და ჩვენ არბიტრაჟში გადავიტანთ დავას, სახელმწიფო სხვა ინვესტორებს ვერ შემოიყვანს, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

როგორც ახვლედიანმა განმარტა, „ახალ ინვესტორებს, რეპუტაციული რისკებიდან გამომდინარე, დავაში მყოფ პროექტში ჩართვა არ ენდომებათ“.

„თუ ჩაიშლება კონსორციუმთან კონტრაქტი, ეს ქვეყნისთის იქნება უკიდურესად მძიმე ნაბიჯი, იმიტომ, რომ სხვა გზა არ დაგვრჩება, ჩვენ ჩვენი აქციონერების ინტერესებიდან გამომდინარე, მოგვიწევს წასვლა საარბიტრაჟო დავაში, რაც ძალიან დააზიანებს ამ პროექტს და როგორც წესი, სახელმწიფო ახალ ინვესტორებს ვერ შემოიყვანს, იმიტომ, რომ არცერთი მაღალი რეპუტაციის მქონე, არც დონორი და არც ინვესტორი, როცა დავაშია რაიმე პროექტი, იმ პროექტს რეპუტაციული რისკებიდან გამომდინარე, ვერ გაეკარება“, - განაცხადა ახვლედიანმა.

წამყვანის კითხვაზე ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, ახვლედიანმა განაცხადა, რომ ამ პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე, „პირველ რიგში, მთავრობამ, პოლიტიკური და პირადი ინტერესები უნდა გადადოს“.


ONGO - შვიდი დღე, ხუთი ამბავი:




სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი