1141
24 აგვისტო 2020, 18:57
კრემლი ფსონს ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის პოლიტიკურ წყვილზე დებს. ამის შესახებ ონლაინ გამოცემა დოსიე დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს. წყვილი პატრიოტთა ალიანსს ლიდერობს და მათი მოთხოვნაა ნატოსთან და ამერიკასთან კავშირების გაწყვეტაა. გამოცემის ცნობით, პარტიის საარჩევნო ბიუჯეტი უკვე განსაზღვრულია, სააგიტაციო ვიდეომასალა გამზადებული, პიარისთვის კი პოლიტიკურმა წყვილს დაუქირავეს კომპანია ITSECRETS და სერგეი მიხეევი,
ჯაჭვი ასეთია: პოლიტიკურ წყვილის პიარზედამხედველია სერგეი მიხეევი, სერგეის ზედამხედველია გენერალი ჩერნოვის ქვეშევრდომები: საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირების დაგეგმვისა და მართვის დეპარტამენტის უფროსს, ФСБ-ს რეზერვის პოლკოვნიკს, ვალერი მაკსიმოვი და ГРУ-ს ოფიცერი, ვალერი ჩერნიშოვი.
დოსიეს მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსისთვის უკვე გამოყოფილია არა მხოლოდ ბიუჯეტი 700 ათასი დოლარის ოდენობით, არამედ, განსაზღვრულია მოქმედების ზუსტი გეგმა. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო მარათონისთვის არის გამიზნული. კრემლი დაინტერესებულია საკუთარი ფსონის ქუჩიდან პარლამენტში გადაწევით. პროექტი ღირებულება თავად მიხეევმა შეაფასა. თუმცა, თბილისიდან თავად პატრიოტების პოლიტიკურმა წყვილმა კი საკუთარი საარჩევნო კამპანია 8 მილიონად შეაფასეს.
ცენტრისთვის უცნობია, მიხეევის მიერ დასახელებული 700 ათასი დოლარის წარმომავლობა, თუმცა ცნობილია, რომ პატრიოტთა ალიანსის პიარ კამპანიას მოსკოვში დაფუძნებული კომპანია POLITSECRETS მართავს. ცენტრი, ასევე, ასაჯოროებს პატრიოტთა ალიანსის მიერ გაგზავნილ წინასაარჩევნო ბიუჯეტს, რომელიც 4-თვიან პერიოდს მოიცავს. როგორც დოკუმენტებშია მითითებული კამპანიის ჯამური ღირებულება 8 მილიონ დოლარს აღემატება.
ვინ არის სერგეი მიხეევი: ის საკუთარ თავს დამოუკიდბელ პოლიტტექნოლოგს უწოდებს. სპეციალიზდება მახლობელი საზღვარგარეთის ქვეყნებზე. 2010 წელს კასპიის თანამშრომლობის ინსტიტუტი დააფუძნა, რომლის ერთადერთი დამკვეთიც რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოა. უფრო ადრე მიხეევი კრემლის პროპაგანდისტ, ვლადიმერ სალოვიოვთან ერთად ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანადაც გამოდიოდა. 2014 წელს ლიტვის ინიციატივით, მიხეევი ევროკავშირის ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.
ცოტა რამ კომპანია POLITSECRETS. მისი დამფუძნებელი, პოლიტიკური მეცნიერების კანდიდატი, ვერა ბლაშენკოვაა. ის ასევე, თანაავტორია წიგნის, "როგორ ვმართოთ ქალები". კომპანიის საიტზე ჩამოთვლილია, რამდენიმე წარმატებული წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც ბლაშენკოვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მართავდა.
ირმა ინაშვილი, გამოცემის ცნობით, ობიექტივზე გადაცემა ჯადოსნური ყუთის წამყვანია, რომელიც მცირე შემოსავლების მქონე ოჯახებს 700 და 1000 დოლარიან საჩუქრებსა და პრიზებს აძლევს. პატრიოტები მიხეევს არწმუნებდნენ რომ ეს გადაცემა არხზე იტრიალებდა მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში,რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა რომ სექტემბრისთვის ეს გადაცემა შესაძლოა ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვალოს და დაიხუროს.
გამოცემის მტკიცებით, თარხან-მოურავის ძმა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს სერიოზულ აფიორაში გაეხვა და მის წინააღმდეგ საქმეც იყო აღძრული. ის თაღლითური გზით - საბუთების გაყალბებით - სხვისი ქონების დაპატრონებას შეეცადა. გაყალბებული დოკუმენტების მიხედვით, მოურავის ძმამ ხელი მოაწერა უკვე გარდაცვლილ ქალბატონთან რათა მის სახლს დაპატრონებოდა. საქმესთან დაკავშირებით „დოსიე“ პოლიტიკოსის მუსიკოსს ძმას დაუკავშირდა, თუმცა, ამ ფაქტი უარყო და კომენტარი არ ისურვა.
ინსტრუქციები მოსკოვიდან
პატრიოტების წინასაარჩევნო გზამკვლევის როლში სწორედ ქალბატონი ბლაშენკოვია. ინსტრუქციებს სწორედ ის იძლევა, სადაც ახსინილია როგორ უნდა გააღვივონ პატრიოტებმა საპროტესტო განწყობები და მიიმხროს გადაუწყევეტელი ამომრჩეველი:
"საპროტესტო განწყობების მხარდაჭერა მის ზრდას ნიშნავს, რაც ჩვენს ინტერესებშია. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და ვითარების მომავალ შესაძლო გაუარესებაზე. თუ ყველაფერი დარჩება როგორც არის ხელისუფლებაში კვლავ ქართული ოცნება მოვა, ან ძალაუფლებას ამერიკელებთან შეთქმულებით კვლავ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო აიღებს".
ბლაშენკოვას საკუთარ გზავნილებში კონკრეტული მაგალთებიც მოჰყავს. მათ შორის:
თუ ხელისუფლებაში კვლავ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო მოვა მოსკოვი ტურისტულ ნაკადს თურქეთისკენ მიმართავს, ამავდროულად მოსკოვი დააჩქარებს ცხინვალისა და აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის პროცესს;
აშშ-სგან მატერიალური მხარდაჭერის მისაღებად ისინი დათანხმდებიან ექსპერიმენტებს არასრულწლოვნებთან, კერძოდ: ადრეულ სექსუალურ განათლებას და ტოლერანტული დამოკიდებულების გავრცელებას ლგბტ თემის მიმართ - აქვე ბლაშენკოვა წერს -"როგორც ვხვდებით ამ მესიჯს პატრიოტთა ალიანსი უკვე ისედაც ავრცელებს".
ინტრუქციებში საუბარია წინასაარჩევნო სტრატეგიის სხვა საკითხებზეც, როგორიცაა შუღლის და სიძულვილის გაღვივება სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის და გაცემულია რამდენიმე რჩევა, სხვა ოპოზიციური პარტიების გასაშავებლად.
POLITSECRETS-ის თანამშრომლები მხოლოდ რჩევებითა და რეკომენდაციებით არ შემოიფარგლნენ და პატრიოტთა ალიანსს წინასაარჩევნოდ რამდენიმე კლიპიც დაუმზადეს. კლიპებში დამძაბავი მუსიკის ფონზე დანაშაულისა და უმუშევრობის სტატისტიკა გამოდის, რამაც პიარ სპეციალისტების აზრით, საქართველოს მოქალაქეებს უნდა შთააგონოს, რომ უბრალო ხალხზე მხოლოდ "პატრიოტები" ზრუნავენ.
ბლაშენკოვა პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერების შესახებ პერსონალური ინფორმაციასაც ითხოვს. ეს არის ადამიანების ასაკი, პროფესია, ფოტო და სხვა. მოთხოვნის შესაბამისად მოსკოვში უკვე გაიგზავნა 15 პირის დოსიე. მათ შორის, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღავენლის, გურამ ნიკოლაიშვილის, პოლიციის გენერლის, ავთო ენუქიძის და კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრის, ფრიდონ ინჯიას.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |