„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ძველ მეგობარს, ვანო მერაბიშვილს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
989 22 აგვისტო 2020, 15:51

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, „ქართული ოცნების“  მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ყოფილ შს მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან ერთად არის გადაღებული. 

 

PSP-ს სააფთიაქო ქსელის გენერალური დირექტორი კახა ოქრიაშვილი 2004 წლიდან არის დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი, ის ოთხი მოწვევის პარლამენტარია. ორჯერ "ნაციონალური მოძრაობიდან, "ორჯერ "ქართული ოცნებიდან". 


2012 წელს, როცა "ქართული ოცნება" უმრავლესობით შევიდა პარლამენტში, კახა ოქრიაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" მიატოვა, ჯერ დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი ჰქონდა, ხოლო შემდეგ "ქართულ ოცნებას" შეუერთდა, შედეგად, ის 2016 წელს მეოთხედ მოხვდა პარლამენტში "ქართული ოცნების" მხარდაჭერით. 


ცოტა ხნის წინ, 10 აგვისტოს მან დატოვა მმართველი პარტია, მას შემდეგ, რაც უთხრეს, რომ "ქართული ოცნება" დმანისის გაერთიანებული ოლქის დეპუტატობის კანდიდატად გოგი მეშველიანს წარადგენდა.


ოქრიაშვილმა ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან ერთად ახალი პარტია — „პროგრესი და თავისუფლება“ დააარსა და გოგი მეშველიანის კონკურენტი იქნება. 


 

 

 

  


 

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი