ლევან ნიკოლეიშვილი ჟირინოვსკის განცხადებაზე - ის, რაც ტვ იმედის „ქრონიკაში“ ვიხილეთ და მოვისმინეთ, მართლაც სერიოზული დაფიქრების საფუძველს იძლევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
722 22 აგვისტო 2020, 14:35
„ის, რაც ტვ იმედის „ქრონიკაში“ ვიხილეთ და მოვისმინეთ, მართლაც სერიოზული დაფიქრების საფუძველს იძლევა. კრემლისა და პუტინის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი გამმხმოვანებელი და რუპორი ვლადიმერ ჟირინოვსკი ამბობს, რომ სწორედ სააკაშვილი უნდა გამოჩნდეს მინსკში, რომ ის აუცილებლად წამოეგებოდა პროვოკაციას, რაც შესანიშნავი მიზეზი იქნებოდა იმისათვის, რომ ბელორუსიაში რუსეთის ჯარები შეგვეყვანა და წესრიგი დაგვემყარებინაო“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
 მისი თქმით, ეს კიდევ ერთ დადასტურებაა იმ მტკიცებულებისა, რომ სწორედ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება იყო 2008 წელს საქართველოში რუსეთს ჯარების შემოსვლისა და შემდგომში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს ოკუპაციის თანამონაწილე და ხელშემწყობი. 
„სწორედ ასეთ ავანტურისტად გვევლინება სააკაშვილი, რომელსაც შეუძლია შეუძღვეს რუსეთის ჯარებს საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში, რუსეთის პოლიტიკისა და რუსული პროვოკაციების ერთ-ერთი მთავარი შემსრულებლი, რომელსაც ასეთი ნატვრით მოიხსენიებს ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც ვლადიმერ ჟირინოვსკია!“ - წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი