ნათია თურნავა - „ფიტჩის“ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა პოზიტიური მოლოდინი, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად შეძლებს აღდგენას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
824 17 აგვისტო 2020, 12:35

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სარეიტინგო სააგენტო  „ფიტჩის“ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებში არსებული პოზიტიური მოლოდინი, რომ საქართველოს ეკონომიკა ბევრი ფაქტორის გამო, ძალიან სწრაფად შეძლებს აღდგენას.

„ეკონომიკური განვითარების ექვსი თვის სტატისტიკა როდესაც გამოქვეყნდა, მაშინაც ვამბობდი, რომ ეკონომიკის გამოცოცხლების პირველი საიმედო ნიშნები უკვე არის. მართალია, პრობლემა ძალიან ბევრია, მაგრამ ქართული ეკონომიკა თანდათან ცოცხლდება. „ფიტჩის“ გადაწყვეტილებამ, რომელმაც ჩვენ უცვლელად დაგვიტოვა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინვესტორებიც სწორედ ასე აფასებენ, მათ შორის უცხოელი ინვესტორები და ადგილობრივი ინვესტორები, რომ საქართველოს ეკონომიკა ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებების გამო, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის და საერთაშორისო ინსტუტუტებთან თანამშრომლობის გამო, ძალიან სწრაფად შეძლებს აღდგენას, ეს მოლოდინია ზუსტად. პოზიტიური მოლოდინი, რომ მომავალ წელს ჩვენი ეკონომიკა სწრაფად განვითარდება და ინვესტორები კიდევ უფრო კონფორტულად იგრძნობენ თავს საქართველოში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“  საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი