ივანე მაჭავარიანი - მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 150 მლნ ევრო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა ევროკავშირის მხრიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
797 12 აგვისტო 2020, 21:25

მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 150 მლნ ევრო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა ევროკავშირის მხრიდან, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების კომენტირებისას.

მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მთავრობის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები.

„მაკროფინანსური ინსტრუმენტი ითვალისწინებს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, ასევე, მოიცავს სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს. უკვე განხორციელებულ რეფორმებს შორისაა, პენსიების ინდექსაცია, ენერგოეფექტურობა, რომლის კანონმდებლობაც ასევე მიღებულია. რეფორმების ნუსხა მოიცავს ისეთ სექტორებს როგორიცაა: სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, სასამართლო რეფორმა. ყველაფერი ეს, ჯამში დაედო საფუძვლად მაკროფინანსური ინსტრუმენტის ამოქმედებას. მჯერა, რომ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს იმ ვალდებულებებს, რომლებიც ამ ინსტრუმენტის ფარგლებში იქნება აღებული“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მან, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებების დიდ ნაწილზე ხელი უკვე მოწერილია.

„ამ მომენტისთვის, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან უკვე 1,2 მილიარდ დოლარზე მეტ თანხაზეა მიღწეული შეთანხმება, ხელი მოეწერა თითქმის ყველა ხელშეკრულებას.

დარჩა რამდენიმე ტექნიკური და პროცედურული საკითხი და როგორც ვთქვით, წლის ბოლომდე, მინიმუმ, 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა იქნება მოზიდული, რომელიც მიიმართება საქართველოს ბიუჯეტში.

ეს დაგვეხმარება ამ წლის ყველა ფისკალური რისკი იყოს დაზღვეული და მეტიც, იქნება რესურსი იმისთვისაც, რომ მომავალ წელსაც გავაგრძელოთ და განვახორციელოთ ის პროექტები, რომლებიც მოგვცემს საშულებას, ეკონომიკის აღდგენის პროცესი უფრო სწრაფად წარიმართოს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი