958
07 ნოემბერი 2019, 11:14
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 75,6 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 11 პროცენტით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 195 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 20 პროცენტით მეტია.
ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 51 პროცენტი (603762 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 3 პროცენტი (106855), პოლონეთი - 16 პროცენტი (3225982) და ჩინეთი - 12 პროცენტი (6060265).
ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა - 56 პროცენტი (570948), გერმანია - 34 პროცენტი (506565), ბელარუსი - 62 პროცენტი (2193257), ისრაელი - 85 პროცენტი (240893), ესტონეთი - 20 პროცენტი (559412), რუსეთი - 11 პროცენტი (47201598), მოლდოვა - 7090 პროცენტი (509018), ნიდერლანდები - 28 (81562), ჩეხეთი 98 - (66144), შვედეთი - 460 (64962), ბულგარეთი - 73 (32934), ავსტრალია - 16 (19756), კანადა - 12% (134850), მონღოლეთი - 38 (224652) პროცენტი.
ექსპორტიორი ქვეყნების ათეულია: რუსეთი (47201598), უკრაინა (8306807), ჩინეთი (6060265), პოლონეთი (3225982), ყაზახეთი (2958618), ბელარუსი (2193257), ლატვია (1089768), აშშ (603762), ლიეტუვა (570948) და ესტონეთი (559412).
10 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 302-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23,8 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 52 პროცენტით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 50,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 58 პროცენტი). მსოფლიოს 27 ქვეყანაში ექსპორტირებულია 521,7 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 62 პროცენტი შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,5 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 58 პროცენტი).
მთლიანად ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 284 მლნ აშშ დოლარი, რაც 12 პროცენტი აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |