მაიკლ ჯორდანის ბოტასის საწყისი ფასი აუქციონზე 850 ათასი დოლარია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2450 26 ივლისი 2020, 20:30

მაიკლ ჯორდანმა აუქციონზე ის ფეხსაცმელები გაიტანა, რომელიც 1985 წელს, იტალიის ქალაქ ტრიესტეში გამართული მატჩის დროს ეცვა. აუქციონზე მისი საწყისი ღირებულება 850 ათასი დოლარი იქნება.

ზუსტად 35 წლის წინ ჩატარებული ამ შეხვედრის დროს, ჯორდანმა ბურთის კალათში ჩატენვა სცადა, რის შემდეგაც ფარი გატყდა.

როგორც ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი აცხადებს, Air Jordan-ის სპორტულ ფეხსაცმელში  ჩარჩენილია მაშინდელი ნატეხები. 

რამდენიმე თვის წინ, მაიკლ ჯორდანის ნაცვამი Nike-ის ბოტასები სოტბის აუქციონზე რეკორდულ 560 ათას დოლარად, სავარაუდოზე ოთხჯერ მაღალ ფასად გაიყიდა. აუქციონზე ფეხსაცმელები ერთ კვირაზე მეტ ხანს იყო და სოტბიში ვარაუდობდნენ, რომ 150 ათას დოლარად გაყიდნენ. 

როგორც სოტბიში ამბობენ, ფეხსაცმლის მფლობელი კოლექციონერი ჯორდან გელერი იყო, ახალი პატრონის ვინაობა კი უცნობია.

ყველაზე ძვირად გაყიდულ ფეხსაცმელში აქამდე 437 500 ათასი დოლარი იყო გადახდილი, როცა სოტბიმ ასევე Nike-ის ფეხსაცმელები გაყიდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი