ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს" რეგისტრაციას აუქმებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
882 24 ივლისი 2020, 17:09

საქართველოს ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს” რეგისტრაციის გაუქმებისა და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ აცხადებს.

შესაბამისი განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

„გაუქმდეს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოს“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ლენდოს“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 14 თებერვლის №180 განკარგულება“, – მითითებულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებაში.

ამასთან, ბანკი განმარტავს, რომ აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი