975
04 ნოემბერი 2019, 21:14
ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე: "მინდა გამოვეხმაურო გიორგი კაპანაძის დღევანდელ სტატუსს... მცირე განმარტებას გავაკეთებ, სხვა დროს რომ იცოდეს მაინც (ამ თემაზე, ჩემმა სტუდენტმა ასე დილეტანტურად რომ ქვიზი დაწეროს, ძალიან გაუჭირდება გამსვლელი ქულის მიღებაც კი).
მესმის, რომ თავის ბოსების საამებლად, გიორგი კაპანაძემ „ქართუ ბანკის“ მოგებაზე სპეკულირება გადაწყვიტა და საფინანსო საკითხებში შედარებით გაუთვითცნონიერ ადამიანებზე სურს მისთვის დამახასიათებელი, უხვად სიცრუენარევი ფაქტებით ზემოქმედების მოხდენა. თემის მთავარი ადრესატიც „ქართუ ბანკის“ ფაქტორიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილია. აქცენტების გაკეთება „ქართუს“ ვითომდა მაღალი მოგებზე, ქველმოქმედების გაუფასურება, მინიშნებით ბოლო წლებში თუ მართლა ასეთი ქველმოქმედია, მაშინ რატომ იზრდება ბანკის მოგება, აქტივები ხუთჯერ რატომაა გაზრდილი და ა.შ.
ზოგადად, საბანკო სისტემის აქტივებoი რაც უფრო მეტია, პროცენტულად მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, მით მაღალია ეკონომიკის დაფინანსება და უფრო განვითარებულია ეკონომიკაც, ცხოვრების დონის ჩათვლით. 2012 წლიდან დღემდე, საბანკო აქტივების თანაფარდობა მშპ-სთან გაზრდილია 51 % დან 105 % მდე ანუ პრაქტიკულად ორჯერ, რაც ბუნებრივია კარგია. ეს უფრო გასაგები რომ იყოს, დავწერ, რომ წამყვან განვითარებულ ქვეყნებში, იქნება ეს აშშ, გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, ლუქსემბურგი თუ იაპონია, ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ 200 % მეტია.
გასაგებია, ამ ტიპის სტატუსების მიზანი წყალტუბოს რეაბილიტაციის ისტორიულ პროექტს უკავშირდება. თან, მისი ეს სტატუსი დროში ემთხვევა „Entrepreneur“-სთვის მიცემულ ბიძინა ივანიშვილის ძალიან საინტერესო ინტერვიუს. გამწარდნენ ეტყობა მისი შეფები და მასაც განაკუთრებით უნდა ასიამოვნოს მათ და აჩვენოს, რომ ყველაფერი არც ისეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ანუ, სოციალური ფაქტორების გარდა, ბიძინა ივანიშვილისთვის, წმინდა პირადი კომერციული ინტერესებია მნიშვნელოვანი.
იმისათვის, რომ მთელი ეს მორიგი ცილისწამება გასაგები იყოს, მსურს განვმარტო, რომ ბანკის აქტივების სიდიდე ან მოგება იზომება არა ციფრებით, არამედ გაზრდილი აქტივებისას მიღებული მოგების აქტივებთან უკუგების მაჩვენებლით, რაც აჩვენებს ერთეული აქტივზე მოგების მაჩვენებელს ანუ თუ რამდენ თეთრს გამოიმუშავებს ერთი ლარის აქტივი.
ამ თვალსაზრისით, „ქართუ ბანკის“ მაჩვენებლები აქტივებზე უკუგების მიხედვით მხოლოდ 2.7 %-ს, შეადგენს, რაც წამყვანი ბანკების საშუალო სისტემურ მაჩვენებელზე ნაკლებია. ამასთან, ეს მაჩვენებელი ნაკლებია, თუნდაც სხვა წამყვანი ბანკების მომგებიანობის დონეზეც. საბანკო სისტემის საერთო მოგებაში, ეს „რეკლამირებული“ 18 მილიონი მხოლოდ 3 %-ია, ხოლო წამყვანი ორი ბანკის- „თი - ბი - სი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ მთლიანობაში 84 % შეადგენს!!! თუნდაც ამ ციფრებიდან, „თი ბი სი ბანკის“ შესახებ ოპოზიციური ფლანგისა და ხაზარაძის ზღაპრებიც ხომ კარგად ჩანს და იკითხება?!
აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი ციფრებით მანიპულირება და შესაბამისად, „ქართუ ბანკის“ რაიმე ზე მოგებაზე საუბარიც სრული აბსურდია. 18 მილიონზე აპელირებაც წმინდა წყლის დემაგოგია უფროა. სხვა დანარჩენიც ამ კონტექსტშია განსახილველი. ისე ცნობისთვის: ბანკი, კომერციული სტრუქტურაა და მოგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, აქტივების ზრდა კი უპირველესად, ეკონომიკის დაფინანსებას ემსახურება, რასაც ბანკი ბოლო წლებში ახორციელებს.
მერე, თუ ვინმეს დაინტერესდება, ამ ბანკის მიერ დაფინანსებული უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პროექტების მოძიება და ქვეყნის ეკონომიკის დაფინანსებაში შეტანილი წვლილის დათვლა ურიგო არ იქნებოდა..."
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |