ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ ის ყოველგვარი აფიშირების გარეშე, თითქმის ანონიმურად ხორციელდება - ბიძინა ივანიშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
930 04 ნოემბერი 2019, 13:11
„ღრმად მწამდა და დღესაც მწამს, რომ ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ ის ყოველგვარი აფიშირების გარეშე, თითქმის ანონიმურად ხორციელდება  და სწორედ ამ პრინციპის ერთგულებით ვეწეოდი წლების განმავლობაში ამ საქმიანობას, ვიდრე ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკა არ შემოვიდა, რომელმაც შეიძლება ითქვას, თავდაყირა დააყენა ყველაფერი” - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ „Entrepreneur“-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, მაშინდელი ოპოზიციის ძალისხმევით საჯარო გახდა ის, რაც წლების განმავლობაში კეთდებოდა ამ მიმართულებით.

„თუმცა, ყალბი თავმდაბლობის და კეკლუცის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან უანგარობის პარალელურად, რაც ჭეშმარიტი ქველმოქმედების აუცილებელი პოსტულატია, პოლიტიკაში მონაწილეობა იმ ვითარებაში, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა. შედეგობრივადაც რომ შევაფასოთ, ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი, პოლიტიკაში შემოსვლა, ალბათ, მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. რაც შეეხება ამის შემდგომ განხორციელებულ საქველმოქმედო პროექტებს, ვინაიდან 2011 წელს ნავსი გატყდა და გაცხადდა ყველაფერი, მათ შესახებ ინფორმაციის დაფარვამ აზრი დაკარგა და მსოფლიოში აპრობირებული ხასიათი მიიღო - გარკვეული პერიოდულობით საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ამ პროექტების შესახებ”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

როგორც ვრცელ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს,  ქველმოქმედებასთან დაკავშირებით მისი ხედვა გენიალური  რუსთაველის „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“-ს ფილოსოფიაზეა დაფუძნებული, რომელიც ათეული წლების წინ ჩამოუყალიბდა  და  დაახლოებით 15 წლის წინ, ქართულ პრესაშიც გამოქვეყნდა.
„რადგან წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი გახდა ამ ინტერვიუს საბაბი, კარგი დამთხვევაა და გეტყვით, რომ სწორედ წყალტუბოს მკვიდრი და, ალბათ, ყველაზე ცნობილი წყალტუბოელი, ყველასთვის საყვარელი მწერალი, ოტია იოსელიანი გამოეხმაურა ჩემს მაშინდელ პუბლიკაციას ქართულ პრესაში და ძალიან საინტერესო რეაქცია ჰქონდა” - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი