ბიზნესვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
806 03 ივლისი 2020, 16:18
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბიზნესვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება.

„მათ შეუძლიათ აირჩიონ ტესტირების რეჟიმი, თავად უნდა შეიძინონ ტესტი და 14 დღის განმავლობაში, ყოველ 3 დღეში უნდა ჩაიტარონ ტესტირება. ეს ა რ ეხება მხოლოდ ევროკავშირიდან ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს. ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულს. მათ მიეცემათ საშუალება, სავალდებულო კარანტინი ჩაანაცვლონ სავალდებულო, პერიოდული ტესტირებით. ეს არაა რაღაც გადაულახავი საფასური. ეს მან უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავადაც იყოს უსაფრთხოდ და ჩვენც ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ვართ უსაფრთხოდ და ამავდროულად, არ შეფერხდეს ინვესტოორებთან კომუნიკაცია. ჩვენ ძალიან აქტიურ საინვესტიციო პოლიტიკას ვაწარმოებთ. პარალელურად, გვინდა, გამოვიყენოთ ის ახალი შესაძლებლობები, რაც ბაზარზე გაჩნდა. ბიზნესვიზიტორებს აქვთ არჩევანი, თუ დიდი ხნით არიან ჩამოსულები, შეიძლება, არჩიონ ფასიანი კარანტინი და ამით ჩვენს სასტუმროებსაც დაეხმარებიან, ან, იგივე გააკეთონ ტესტირების მეშვეობით“ - განაცხადა მინისტრმა „იმედთან“ საუბრისას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი