ნათია თურნავა: აშშ-ის დახმარებით გვექნება დეტალური ინფორმაცია, რაც სამთომომპოვებელ სექტორში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაში დაგვეხმარება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
823 22 ივნისი 2020, 21:47
აშშ გაგვიწევს დახმარებას სამთო მომპოვებელ ინდუსტრიაში. კერძოდ, მოახდენს ჩვენი მინერალური რესურსის, ჩვენი წიაღისეულის დეტალურ აღწერას. მალე ხელი მოეწერება მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ და ჩვენ, აშშ - ის დახმარებით, გვექნება დეტალური გეოლოგიური ინფორმაცია იმისთვის, რომ უფრო მეტად მოვიზიდოთ ინვესტორები სწორედ სამთო მომპოვებელ დარგში და მათ შორის, აშშ - დან“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ - ის ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთანშეხვედრის შემდეგ.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე იქნა განხილული, შეეხებოდა სამომავლო თანამშრომლობას ამერიკულ მხარესთან საქართველოს სამთომოპოვებით სექტორში. საუბარი შეეხო აღნიშნულ სექტორში წინასწარი კვლების ჩატარებას ქვეყანაში არსებული წიაღისეულის და მინერალური რესურსების პოტენციალის განსაზღვრის მიზნით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დარგში ინვესტიციების, მათ შორის, ამერიკული ინვესტიციების განხორციელებას.

აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში დაგეგმილია ამერიკულ მხარესთან შესაბამისი მემორანდუმის გაფორმება, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

აშშ-ს ელჩმა საქართველოში დაადასტურა რომ ამ პროექტის განხორციელებას მისი მხარდაჭერაც ექნება.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი