გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოს პროკურატურასთან აქციას მართავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 08 იანვარი 2026, 17:20

გარდაცვლილი გიგა ავალიანის ოჯახის წევრები, უფლებადამცველები და მათი მხარდამჭერები საქართველოს პროკურატურასთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ „გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ეფექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს“.

ამასთან, როგორც ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს სისხლის სამართლის საქმის მასალებს არ აჩვენებენ. მისივე თქმით, თუ გენერალური პროკურორი არ გადადგება, 17 იანვარს გიგა ავალიანის დედა შიმშილობას დაიწყებს.

„მოვითხოვთ, საქმეზე ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება და ყველა დამნაშავე დაჯდეს საბრალდებო სკამზე. პროკურატურას მივეცით ვადა, რომ ეფექტიანი გამოძიება ჩატარდეს. დღეს დაზარალებულ ეკა კუპატაძესთან ერთად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვითხოვთ გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომას“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ამასთან, აქციაზე გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა, რომ ბოლომდე იბრძოლებს. როგორც აქციაზე ითქვა, 27 დეკემბერს საქმის პროკურორის, მიხეილ კუპრაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვეს, რის საპასუხოდაც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ სწორედ ეს პროკურორი გამოუშვა.

„ის, რომ მიხეილ კუპრაშვილი იყო დღეს სასამართლო პროცესზე, ჩემთვის მართლაც სახეში შეფურთხებაა“,- აღნიშნა ეკა კუპატაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ 7 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომ კიდევ ერთხელ გამოთქვამენ მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდნენ გარდაცვლილი გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მძღოლის სახლში ჩხრეკა ჩაატარა
მარკო რუბიო - პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა ჩვენი გასვლა 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომლებიც ფლანგვად, არაეფექტიან და მავნე ორგანიზაციებად იყო მიჩნეული
მთის ტრასების სააგენტო - სააგენტოს სამაშველო სამსახურმა თეთნულდის მთაზე თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირი ამოიყვანა - ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება
რობერტ ფიცო - ევროკავშირი არასდროს დამდგარა ისეთი ღრმა კრიზისის წინაშე, როგორც ახლა, არასდროს ყოფილა ასეთი საფრთხის ქვეშ და ამდენად დასუსტებული
დონალდ ტრამპი - ირანი თავისუფლებას ეძებს, ისე, როგორც არასდროს, აშშ მზადაა დასახმარებლად
არქივი