ბრიჟიტ ბარდოს გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 08 იანვარი 2026, 17:16

ფრანგი მსახიობის, ბრიჟიტ ბარდოს გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა. ინფორმაცია მისმა მეუღლემ, ბერნარ დ'ორმალმა, ჟურნალ Paris Match-ს გაუმხილა.

დ'ორმალმა განაცხადა, რომ ბარდომ კიბოს მკურნალობის ფარგლებში ორი ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა. მისივე თქმით, ჩარევამ გართულებების გარეშე ჩაიარა, თუმცა დაავადება პროგრესირებას განაგრძობდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზურგის ძლიერმა ტკივილსა და საერთო გამოფიტვას მისი მეუღლის მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. დ'ორმალის თქმით, მსახიობმა რამდენჯერმე ისაუბრა სიცოცხლის სურვილის დაკარგვაზე.

„ბოლო თვეების განმავლობაში ეს რამდენჯერმე წამოსცდა - ფიზიკური ტანჯვის მომენტებში ამბობდა, რომ ყველაფერი მოჰბეზრდა“, - განმარტა დ'ორმალმა.

ფიზიკური ტანჯვის მიუხედავად, მსახიობმა საღი აზროვნების უნარი შეინარჩუნა და სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ზრუნავდა იმ ცხოველების ბედზე, რომლებსაც კინოკარიერის დასრულების შემდეგ საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა.

ბრიჯჟიტ ბარდო 28 დეკემბერს, სენ-ტროპეში, საკუთარ სახლში, 91 წლისა გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მძღოლის სახლში ჩხრეკა ჩაატარა
მარკო რუბიო - პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა ჩვენი გასვლა 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომლებიც ფლანგვად, არაეფექტიან და მავნე ორგანიზაციებად იყო მიჩნეული
მთის ტრასების სააგენტო - სააგენტოს სამაშველო სამსახურმა თეთნულდის მთაზე თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირი ამოიყვანა - ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება
რობერტ ფიცო - ევროკავშირი არასდროს დამდგარა ისეთი ღრმა კრიზისის წინაშე, როგორც ახლა, არასდროს ყოფილა ასეთი საფრთხის ქვეშ და ამდენად დასუსტებული
დონალდ ტრამპი - ირანი თავისუფლებას ეძებს, ისე, როგორც არასდროს, აშშ მზადაა დასახმარებლად
არქივი